კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერემრების 2022 წელი კარტლისთან ერთად

კაკლოვანი

ყველა წელი თავისებურად განსხვავებულია სასოფლო სამეურნეო სექტორში, ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ჭარბი ნალექი, საადრეო წაყინვები, გვალვები, მომძლავრებული დაავადებების თუ მავნებლების ფონი.

ფერმერობა ეს არის ძალიან რთული და  საპასუხისმგებლო პროფესია, ფაქტობრივად ფერმერებს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ, ყოველი მათი დაშვებული შეცდომა პირდაპირპროპორციულად აისახება მცენარის განვითარებაზე და მოსავალზე. ფერმერმა უნდა შეძლოს ოქროს შუალედის დაჭერა  ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოფაქტორის გათვალისწინებით. აუცილებლად შესაბამის დროს უნდა ჩატარდეს ნიადაგის აგროტექნიკური სამუშაოები, ნიადაგის განოყიერება და მცენარეთა დაცვის ღნისძიებები. ეს ყველაფერი შემდგომში უზრუნველყოფს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მიღებას.

არც 2022 წლის სეზონი არ იყო გამონაკლისი, განსაკუთრებით რთული იყო კაკლის და ნუშის მწარმოებელი ფერმერებისთვის კახეთის რამდენიმე ზორნაში. ვეგეტაციის პირველ ეტაპზე, მარტის თვეში, ნუშის კულტურაში გვქქონდა საადრეო წაყინვების პრობლემა, ეს განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდა ნუშის საადრეო ჯიშებისათვის, ამ პერიოდში კვირტები უკვე გასაშლელად ემზადებოდა, როდესაც უეცრად შეიცვალა კლიმატი და ღამის მანძილზე ტემპერატურა -3 დან -10 ზე ჩამოდიოდა. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის აუცილებელია წინასწარ გადავამოწმოთ ამინდის პროგნოზი და ყინვებამდე შევიტანოთ პრეპარატი, რომელიც კვირტებს დაიცას გაყინვისგან. კონკრეტულ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ პრეპარატ „კრიოს“-ს, რომელიც მცენარის კვირტებს იცავს გაყინვისგან -10 ტემპერატურამდე, ხოლო უკვე გაშლილ ყვავილებს იცავს -3 გრადუსამდე. ეს პრეპარატი ეხმარება მცენარეს კვირტების შენარჩუნებაში და ხელს უწყობს ყვავილობის პროცესის სწორად წარმართვაში.

კაკლის მწარმოებელ ფერმერებს რამდენიმე მკვეთრად გამოხატული პრობლემები ჰქონდა. პირველი ეს იყო კაკლის ყვავილობის პერიოდში, როდესაც ვერ მოხდა კაკლის კულტურაში სრულფასოვანი გადამტვერვა, ამ ფაქტის შედეგმა თავი იჩინა ივნისის დასაწყისში, როდესაც მცენარემ არასწორად განაყოფიერებული ნაყოფი (ზომით1-1.5 სმ) მოიშორა. სხვადასხვა ბაღებში ჩამოყრილი კაკლის რაოდენობა მთლიანი მოსავლის 30% – 50 % – მდე ადიოდა. მსხგავს შემთხვევებში აუცილებელია გამოვიყენოთ სტიმულატორი „კოდაქველი“ რადგან ეს პრეპარატი ეხმარება მცენარეს ყვავილობის პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში. ასევე მაისის თვეში მოსულმა უხვმა ნალექებმა ხელი შეუშალა გეგმიური წამლობების ჩატარებას, რამაც თავის მხრივ უარყოფითი შედეგები გამოიწვია. ამ ფონზე მომძლავრებული იყო კაკლის ძირითადი 2 დაავადება, ანთრაქნოზი და კაკლის ბაქტერიული ლაქიანობა, ეს ისეთი აგრესიული დაავადებებია კაკლის კულტურაში, რომ გაჩენის შემთხვევაში საკმაოდ რთულია მასთან ბრძოლა. კაკლის ბაქტერული ლაქიანობა დღემდე ითვლება ყველაზე დიდ პრობლემად მსოფლიო მასშტაბით.ამ დაავადების წინააღმდეგ, ყველაზე კარგი მოქმედების ეფექტით გამოირჩევა მსოფლიოში აღიარებული,  ამერიკული წარმოების პრეპარატი „კოსაიდ 2000“ .

მოკლედ შევეხები ახალგაზრდა ნარგავების პრობლემებსაც. ამ შემთხვევაში ერთ- ერთი ძირითადი პრობლემა არის კვების და რწყვის არასწორი მენეჯმენტი რის შედეგადაც მწავალწლიან კულტურებში, 3-4 წლის ნარგავები გამოიყურებიან როგორც 1-2 წლის მცენარეები. ამ პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ  კომპანია კარტლისის გამოცდილი გუნდი.

ნახეთ ვიდეო სიუჟეტი ჩვენს პარტნიორ ფერმერზე:

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს: http://www.cartlis.ge/

თქვენი რეკლამა