გერმანელი სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ

სტუდენტები, გერმანელი, უნივერსიტეტი

გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს გიოტინგენის უნივერისტეტის მცენარეთა პათოლოგიისა და მოსავლის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი და მოსავლის დაცვის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი, გიოტინგენის უნივერსიტეტის 22 სტუდენტთან ერთად ესტუმრა.

სტუდენტები, გერმანელი, უნივერსიტეტი

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ, დაათვალიერეს და გაეცნენ მცენარეთა მიკლოკლონური (In-Vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიის მუშაობასა და მიმდინარე კვლევებს.

სტუდენტები, გერმანელი, უნივერსიტეტი

ენტომოლოგებმა და ფიტოპათოლოგებმა წილკნის ერთწლოვანი კულტურების და ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებიც მოინახულეს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ამპელოგრაფიულ კოლექციას გაეცნენ.

სტუდენტები, გერმანელი, უნივერსიტეტი

გერმანიის გიოტინგენის სტუდენტებს სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურის მწარმოებელ ფერმებთან შეხვედრებიც აქვთ დაგეგმილი.

თქვენი რეკლამა