თანამედროვე სოფლის მეურნეობაში, ფერმერებს მრავალი რთული გადაწყვეტილების მიღება უხდებათ. ერთ-ერთი მათგანი ნიადაგში შესატანი სასუქის საჭირო რაოდენობის განსაზღვრაა.
სასუქის საჭიროება და მისი რაოდენობის განსაზღვრა უაღრესად მნიშვნეულოვანია, არასწორ გამოთვლას შეუძლია გამოიწვიოს რესურსების უაზრო ხარჯვა, მოსავლის შემცირება და გარემოსთვის ზიანის მიყენება.
ხშირად, შუა სეზონში, აზოტოვანი სასუქების დიდი რაოდენობით შეტანა ხდება, ამბობს ტელ რეჰმანი (Telha Rehman) კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი, ამის მიზეზი აზოტის საჭირო რაოდენობის დადგენის სირთულეშია.
ტელ რეჰმანი სპეციალისტთა იმ ჯგუფში შედის, რომელიც ხელსაწყოთა (მოწყობილობების) ახალ ტიპებს ამუშავებენ, მცენარის აზოტით უზრუნველყოფის ზუსტი და დროული ინფორმაციის მისაღებად, რაც ფერმერებს შრომას გაუდვილებს და დაუზოგავს რესურს.
აზოტის განსაზღვრის ტრადიციული მეთოდი ნიმუშების შეგროვება და ლაბორატორიული ანალიზია, მაგრამ ამ მიდგომას გარკვეული მინუსები აქვს, ეს პირველ რიგში დრო არის.
სასუქის შეტანისას დაყოვნება დაუშვებელია, ფერმერმა მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭირო დროს და საჭირო რაოდენობით უნდა შეიტანოს სასუქი.
ტელ რეჰმანმა და სპეციალისტთა გუნდმა შექმნეს პორტატული მოწყობილობა greenseeker, რომელსაც ფიზიკური კონტაქტის გარეშე შეუძლია აზოტის რაოდენობის განსაზღვრა.
ამ მეთოდით ფერმერს შეუძლია მოკლე დროში მოახდინოს მთელი მინდვრის ტესტირება და დროულად შეიტანოს აზოტის საკმარისი რაოდენობა.
სპეცილისტთა ჯგუფის გამოგონების დემონსტრირება პირველად 2017 წლის შემოდგომაზე მოხდა, ამერიკის აგრონომიული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე ფლორიდის შტატში.
სამწუხაროდ საქართველოში მცირემიწიან ფერმერებს, არ შეუძლიათ greenseeker-ის და სხვა საჭირო მოწყობილობების, თუ ინსტრუმენტების შეძენა მათი ფასის გამო.