ევროკავშირში რძის წარმოება, გამოწვევების მიუხედავად ზომიერ ზრდას აჩვენებს

რზის, წარმოება, ევროპაში

ევროკავშირში მძლავრი გადამამუშავებელი შესაძლებლობების და დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტებზე სტაბილური მოთხოვნის წყალობით, რძის წარმოება, ზომიერ ზრდას აჩვენებს.

მაღალი დახარჯებისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების გამოწვევების მიუხედავად, სექტორი ინარჩუნებს დაბალანსებულ მიწოდების ჯაჭვს.

ისეთი დიდი ბაზრები, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ირლანდია, კვლავ ეფექტურად ახერხებენ ნედლი რძის უმეტესი ნაწილის ეფექტურად ათვისებას მათი ძლიერი გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის წყალობით. ეს ეფექტური ათვისება დიდწილად განპირობებულია მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტებზე, როგორიცაა ყველი, კარაქი და რძის ფხვნილი, როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიო საექსპორტო ბაზრებზე, დიდი მოთხოვნით.

ყველი კვლავ მნიშვნელოვან პროდუქტად რჩება ევროკავშირის რძის კომპანიებისთვის, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფასების სტაბილიზაციაში მომხმარებელთა ტენდენციების ცვლილების ფონზე. სექტორის მიერ დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტებზე ფოკუსირებამ ხელი შეუწყო გადამუშავების მარჟის შენარჩუნებას მზარდი ხარჯების მიუხედავად.

ევროკავშირის ფერმერების ხარჯების ზრდას, მათ შორის საკვების, ენერგიისა და შრომის რესურსების გარდა, გარემოსდაცვითი რეგულაციები იწვევს, როგორიცაა მაგ. ევროკავშირის „მწვანე შეთანხმება“.

სამხრეთ ევროპაში კლიმატური გამოწვევები კიდევ უფრო ზღუდავს წარმოების პოტენციალს, რაც ართულებს ფერმის მართვას და დამატების ინვესტიციებს საჭიროებს.

ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ ხელსაყრელი პირობები არ შეიქმნა, ევროკავშირში რძის წარმოება სტაბილური 2026 წლის დასაწყისამდე დარჩება.

წყარო:  DairyNews.today

თქვენი რეკლამა