ევროკავშირმა უნდა შეაჩეროს იმ პესტიციდების გამოყენებით წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი, რომლებიც აკრძალულია ბლოკში, თქვა სოფლის მეურნეობის ევროკომისარმა.
ფრანგ სენატორებთან ბოლო დროს ჩატარებული ვიდეო კონფერენციის დროს, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის კომისარმა იანუშ ვოიციეხოვსკიმ (Janusz Wojciechowski) შემდეგი განაცხადა: „რაც შეეხება იმპორტს, მე არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია იმ პროდუქტებს იმპორტირება დავუშვათ, რომლებიც ევროპაში აკრძალული პესტიციდების გამოყენებითაა წარმოებული”.
მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ევროკავშირმა ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი მიზეზების გამო, სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ქიმიკატები კანონგარეშედ გამოაცხადა, ბლოკი ცდილობს 2030 წლისთვის პესტიციდების მოხმარება 50% -ით შეამციროს.
ევროკავშირის მიდგომამ სურსათის სტანდარტებთან დაკავშირებით, სავაჭრო მოლაპარაკებებში (განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან) სოფლის მეურნეობა დაბრკოლებად აქცია.
ვოიციეხოვსკიმ, აღნიშნა, რომ ევროკავშირი სავაჭრო პოლიტიკაში სირთულეებისთვის მზად უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დაცვა, მაგრამ, ამავე დროს, იმპორტთან დაკავშირებით აუცილებელია ევროპული სტანდარტების გატარება.
იმპორტირებულ საკვებ-პროდუქტების გამო, რომლებიც საეჭვო პესტიციდების გამოყენებითაა წარმოებული, ევროპელი ფერმერები, გარემოსდაცვითი აქტივისტები და რიგი პოლიტიკოსები უკვე დიდი ხანია ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს აკრიტიკებენ.
წყარო: reuters. Gus Trompiz.