დანია მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უსწრებს ორგანული საკვების გაყიდვებში: 2024 წელს დანიაში ორგანული პროდუქტების პროპორციული წილი – მათ შორის ხილისა და ბოსტნეულის —ვაჭრობაში, მსოფლიოს უმაღლესი გახდა და დაახლოებით 11.8 %-ს აღწევდა, საკვები პროდუქციის მთლიან ბაზარზე.
ეს მაჩვენებელი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დანიაში მოიხმარება არა უბრალოდ მეტი ორგანული პროდუქტი, არამედ ის, საცალო ვაჭრობის ყოველდღიურ შემადგენელ ნაწილად იქცა.
დანიაში ყველაზე გაყიდვადი ორგანული პროდუქტები (TOP 10)
- რძე და რძის პროდუქტები;
- კვერცხი;
- სტაფილო;
- ვაშლი;
- კარტოფილი;
- ხახვი;
- პომიდორი;
- კიტრი;
- ბანანი;
- პური და მარცვლეული პროდუქტები.
განსაკუთრებული ზრდა ხილსა და ბოსტნეულს აქვს, რომლებიც საცალო სექტორში ხასიათდება როგორც წამყვანი კატეგორია, ეს მიუთითებს როგორც მიწოდების, ისე მკვეთრად მზარდი მოთხოვნის ტრენდზე.
გარდა ამისა, როგორც ადრეც აღინიშნა დანიაში მომხმარებლები უპირატესობას დანიურ პროდუქტებს ანიჭებენ და უფრო სეზონურ ბოსტნეულს ყიდულობენ. ისინი უფრო და უფრო მეტად ზრუნავენ გარემოზე და შესაბამისად, ეკოლოგიურად წარმოებულ პროდუქტებს ირჩევენ.

