წიწაკის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები

წიწაკა, ტოპ5

FAO-ს უახლესი მონაცემებით, 2023 წელს წიწაკის უმსხვილესი მწარმოებელი ჩინეთი იყო 17,104 მილიონი ტონა (მსოფლიო წიწაკის წარმოების 44,65%), შემდეგ მოდის მექსიკა 3,681 მილიონი ტონა, თურქეთი 3,081 მილიონი ტონა, ინდონეზია 3,061 მილიონი ტონა. ესპანეთი 1,389 მილიონი ტონა.

ამის შესახებ ინფორმაციას Hortoinfo.es ავრცელებს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სტატისტიკური ჯგუფის FAOStat-ის თანახმად, წიწაკის წარმოების ახალი მსოფლიო რეკორდი 2023 წელს მოიხსნა, იმ წელს 38, 310 მილიონი ტონა წიწაკა იყო წარმოებული.

წიწაკის მოყვანის ფართობი 2023 წელს იყო 2 065 408 ჰა, წიწაკის საშუალო მოსავლიანობა 1,85 კგ/მ².

წიწაკის ყველაზე მაღალი მოსავალი კვადრატულ მეტრზე იყო ნიდერლანდებში – 26,92 კგ. შედარებისთვის ესპანეთში 2023 წელს, წიწაკის საშუალო მოსავალიანობამ მ²-ზე 6,41 კგ-ს მიაღწია.

უნდა აღინიშნოს, რომ FAO-ს მონაცემები ეხება მთლიან წარმოებას, ჰოლანდიური წარმოება თითქმის მთლიანად სათბურებშია, ხოლო ესპანურთში წიწაკის მნიშვნელოვანი ნაწილი ღია გრუნტზე მოჰყავთ.

იხილეთ აგრეთვე: წიწაკის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

თქვენი რეკლამა