2023 წელს თურქეთში მარცვლეულის წარმოება დაახლოებით 10%-მდე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თურქეთის მარცვლეულის წარმოება 2023 წელს წლიური 9,1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 42,2 მილიონ ტონა შეადგინა, იტყობინება nasdaq.com.
ხორბლის მოსავალი გაიზარდა წელიწადში 11,4%-ით, 22 მლნ ტონამდე, ქერის – 8,2%-ით, 9,2 მლნ ტონამდე, შვრიის კი 12,3%-ით, 410 ათას ტონამდე.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ბოსტნეულის წარმოება გაიზარდა 0,6%-ით და 31,8 მლნ ტონამდე, ხოლო ხილის და სანელებლების წარმოება – 2,3%-ით, 27,4 მლნ ტონამდე.