
აშშ-ში ჩინურ ნიორზე მაღალი ტარიფების გამო, ამ ბაზრიდან ჩინური ნივრის მასობრივი გადამისამართება ხდება ევროკავშირში.
ესპანელი ექსპორტიორები ევროკავშირში ნივრის გაყიდვების შემცირების შესახებ იუწყებიან, რაც ამერიკული ბაზრიდან ჩინური ნივრის მასობრივად გადამისამართებას იწვევს, განაცხადა ნივრის მწარმოებელთა და მოვაჭრეთა ANPCA ასოციაციის დირექტორმა, ლუის ფერნანდო რუბიომ.
ამის შესახებ ინფორმაციას Fresh Plaza ავრცელებს.
ჩინეთი ევროკავშირში, ძველი მარაგებიდან დიდი რაოდენობით ნიორს აგზავნის. მიუხედავად იმისა, რომ უბაჟო ქვოტის მიღმა კილოგრამზე 1.20 ევროს ოდენობის გადასახადი არ გაუქმებულა, დაბალი ფასების შემთხვევაშიც კი ის მომგებიანად რჩება“, – თქვა მან.
„ჩინური ძველი ნივრის მასიური გადაზიდვები საერთაშორისო ბაზარს ანადგურებს და ჩვენს ექსპორტს აზიანებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მომხმარებელი ძირითადად ფასზეა ორიენტირებული“, – თქვა რუბიომ.
ევროპისგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებში ესპანური ნივრის გაყიდვები სტაბილური დარჩა ან გაიზარდა კიდეც. „შეერთებული შტატები არის ბაზარი, სადაც ადამიანები ესპანურ ნიორს ხარისხის მიხედვით ყიდულობენ და არა ფასის მიხედვით. რადგან ჩინურ ნიორზე ტარიფები იქ უფრო მაღალია, ვიდრე აქ, ჩინელი მომწოდებლები სხვა ბაზრებზე გადაერთვებიან“, – განმარტა მან.