
სურსათის უვნებლობის სააგენტომ (ANSA) გამოაცხადა ციტრუსის იმპორტისთვის ახალი ფიტოსანიტარიული ზომების შემოღების შესახებ, რათა თავიდან აიცილონ მავნებლების შეყვანა მოლდოვაში.
ეს ცვლილებები დაკავშირებულია ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციასთან.
ახალი წესების თანახმად, არგენტინიდან, ბრაზილიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ურუგვაიდან და ზიმბაბვედან ლიმონისა და ფორთოხლის (Citrus limon და Citrus sinensis) იმპორტი დაშვებულია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის არსებობა, რომელიც შეიცავს მავნე მცენარეული ორგანიზმებისგან დაცვის ზომების გამოყენების შესახებ რეგულაციით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას, წერს AgroExpert.
გასულ წელს, გაეროს სავაჭრო მონაცემთა ბაზის მონაცემებით, მოლდოვამ 5.9 მილიონი დოლარის ღირებულების ლიმონი შეიტანა. მოლდოვაში უმსხვილესი მიმწოდებელი თურქეთია. თურქეთიდან ლიმონის იმპორტის ღირებულებამ 3.3 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე არგენტინა გავიდა 923 ათასი დოლარით, მესამეზე ესპანეთი 573 ათასი დოლარით, ხოლო მეოთხეზე სამხრეთ აფრიკა 485 ათასი დოლარით.
ფორთოხლის იმპორტის ღირებულებამ 6,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ფორთოხლის, როგროც ლიმონის უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთია – 2,6 მილიონი დოლარი, მეორე ადგილზეა ეგვიპტე – 1 მილიონი დოლარი, მესამე ადგილზეა ესპანეთი – 995 ათასი დოლარი, მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი – 980 ათასი დოლარი, მეხუთე ადგილზეა სამხრეთ აფრიკა – 610 ათასი დოლარი.