ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია ბიოწარმოების მხარდაჭერა ბიოპროდუქტების წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად.
პროგრამის მიზნობრიობები
პროგრამა ითვალისწინებს, კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობების ანაზღაურებას:
- ბიოწარმოების სერტიფიცირება;
- საკონსულტაციო მომსახურება;
- ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა;
- ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენა;
- თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება.
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლისას გაწეული ხარჯის ანაზღაურებას.
პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 1 აგვისტოს 12:00 სთ-დან.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://rda.gov.ge/ge/programs/bioprodution
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო.