ინჟინერ მექანიკოსს სოფელ ჭალისთავიდან შოთა კოპალიანს საკუთარი ბავშვობიდან იმის მკაფიო მოგონება შემორჩა თუ როგორ აგროვებს მისი ბებია კომშის ფოთოლს, ასხამს ძაფზე და ინახავს ზამთრისთვის. ამიტომ მან საკუთარ თავს თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით კომშის ფოთლების წარმოების მიზანი დაუსახა. მან ამ მიზანს 2015 წელს მიაღწია.
ჩაის სხვა კულტივატორებთან ერთად შოთა კოპალიანმა შეაგროვა ცოდნა, ჩაატარა ექსპერიმენტები, ისწავლა და ბოლოს დაიწყო პროდუქციის წარმოება, რომელსაც ის ფიტო ჩაის უწოდებს.
ბოლო 6 წლის მანძილზე, უნიკალური გემოს და სამკურნალო თვისებების მქონე არომატული მცენარეული ჩაის დასამზადებლად, შოთა კოპალიანი აგროვებს ველურ მაყვალს, მოცვს, კომშს, აზალიას. ის მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს, აქ დაბინძურებისგან და პესტიციდებისგან თავისუფალი გარემოა.
შოთა კოპალიანის საწარმოში დამზადებული პროდუქცია მაღალი ხარისხისაა, რაც ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, ორგანული ექსტრაქციით და მწვანე წარმოების პროცესის მეშვეობით არის უზრუნველყოფილი.
რა თქმა უნდა, ჩაის ამ წარმოებას გარკვეული გამოწვევებიც გააჩნია. შოთა კოპალიანს შეგროვებული ფოთლების გადამამუშავებელ საწარმოში ტრანსპორტირების კუთხით გარკვეული პრობლემები აქვს. გარდა ამისა, მას ასევე სჭირდება დახმარება გადამუშავების კუთხით, რადგან მის მფლობელობაში მყოფი აღჭურვილობა ფოთლების დიდი ოდენობით გადამუშავებისთვის საკმარისი არ იყო. მას გაუმართლა და პროექტ „გრეტას“ მეშვეობით ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის დახმარება მიიღო, რის შედეგადაც მან ყველა საჭირო აღჭურვილობის შეძენა შეძლო.
„ასეთი ოცნებები მხოლოდ სიზმრებში თუ ხდება ხოლმე“, ამბობს შოთა კოპალიანი. „პროექტ „გრეტას“ მეშვეობით ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, სამუშაო პროცესი გაცილებით ნაკლებ დროს ითხოვს და ჩვენ როგორც იქნა წარმოების გაფართოებაც შევძელით. ქართულ და ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის დასაკავებლად საკმარისი რაოდენობის პროდუქციის დახარისხება და შეფუთვა შეგვიძლია.“
დღესდღეისობით შოთა კოპალიანის პლანტაციაზე მოსავლის აღების სეზონში თვეში დაახლოებით 800-1000 კილოგრამი ორგანულად სერტიფიცირებული მცენარეული ჩაის დამზადება ხდება.
ამჟამად საწარმო სხვა კომპანიებს ამარაგებს. მისი საუკეთესო ხარისხისა და ეკოლოგიური სისუფთავის გამო შოთა კოპალიანის მიერ წარმოებულ მცენარეულ ჩაიზე მზარდი მოთხოვნა არსებობს.
ინფორმაცია მოგვაწოდა პროექტმა GRETA.
აგროკავკასიას არ აქვს კავშირი პროექტთან, დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ GRETA-ს ვებ გვერდს https://gretaproject.ge/ka