აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ქვეკომპონენტი – კენკროვანი კულტურები

კენკრა

აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ბაღების თანადაფინანსების ქვეკომპონენტზე – „კენკროვანი კულტურები“, პირველადი განაცხადების მიღება განახლდება 2019 წლის 1 ივნისს და გაგრძელდება ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

„კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“ ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე.

ქვეკომპონენტი ხორციელდება საქართველოს შემდეგ რეგიონებში:

ქვეკომპონენტი ხორციელდება საქართველოს კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტი (შემდგომში − კენკროვნების ქვეკომპონენტი) ფარგლებში, კენკროვანი კულტურების გაშენება შესაძლებელია დაფინანსდეს ქვემოთ მოცემული ცხრილის  შესაბამისად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.“;

კენკროვნების ქვეკომპონენტის კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით

მოცვი, ჟოლო, მაყვალი

ფინანსური დახმარება

ქვეკომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურის ბაღის გასაშენებლად ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას დაფინანსების სახით, მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის ან/და ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შეძენის მიზნით.

დაფინანსდება 100% – ით

→ დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში;

→ დაფინანსდება ერთ ბენეფიციარზე, ფიზიკური პირის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 100%, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით);

→ დაფინანსდება კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%, განსაზღვრულია თითოეული მასალისათვის მაქსიმალური რაოდენობა.

კენკროვანი კულტურების კომპონენტით დასაფინანსებელი ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ჩამონათვალი

მოცვი, ჟოლო, მაყვალი

ქვეკომპონენტის ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

კენკროვანების ქვეკომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს:

→ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი;

→ საქართველოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი.

ფიზიკური პირის შემთხვევაში

ფიზიკური პირის დაფინანსების შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა-დან არაუმეტეს 0.5 ჰა-ის ჩათვლით კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1  ერთეული სტაციონალური მაცივარ-კონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.

პროგრამას ახორციელებს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“.

დაწვრილებითი ინფორმაციის, პროგრამით სარგებლობის ან სხვა დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს.

საიტი: https://apma.ge

თქვენი რეკლამა