ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს

ქართული, ღვინო

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში  33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 16%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 126% (322835 ბოთლი), ჩინეთი – 27% (2972733) და პოლონეთი – 18% (1540182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი – 91% (46254), ისრაელი – 72% (131184), ლიეტუვა – 57% (270564), ბელარუსი – 47% (680906), ესტონეთი – 33% (287582), ნიდერლანდები – 27% (42380), კანადა – 26% (76860), მონღოლეთი – 22% (106452), გერმანია – 9% (274721), რუსეთი – 5% (21372581) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (21372581), უკრაინა (3080562), ჩინეთი (2972733), პოლონეთი (1540182) და ყაზახეთი (1223256).

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული” – 6047911 ბოთლი (ზრდა 6%), “მუკუზანი” – 1957553 (ზრდა 20%), „წინანდალი” – 1509961 (ზრდა 10%), ახაშენი – 638878 (0%), „ხვანჭკარა” – 402802 (ზრდა 43%) და ა.შ.

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 203-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%).

მსოფლიოს 19  ქვეყანაში ექსპორტირებულია 216,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 572,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 37%).

თქვენი რეკლამა