მოლდოვას ხილს ხარისხისა და გემოდან გამომდინარე, მზარდი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის ბაზარზე.
ამას მოწმობს მოლდოვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წლის პირველი 10 თვის ექსპორტის მაჩვენებლები, იუწყება MOLDPRES.
„თუ 2021 წელს დაახლოებით 75 ტონა ალუბალი იყო ექსპორტირებული, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 2600 ტონას მიაღწია. რაც შეეხება ვაშლს, 2021 წელს ევროკავშირს დაახლოებით ათასი ტონა მიეწოდეს, წელს კი მწარმოებლებმა ექსპორტზე თითქმის 11 ათასი ტონა გაიტანეს.
ამავდროულად, ევროკავშირის ბაზარზე ქლიავის ექსპორტი დაახლოებით გაორმაგდა (2021 წლის 27 ათასი ტონიდან 2023 წელს 55 ათას ტონას მიაღწია).
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყურძნის ექსპორტშიც: მევენახეებმა შეძლეს დაახლოებით 25 ათასი ტონა ექსპორტი 2021 წლის 17 ათას ტონასთან შედარებით“, – წერია სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მონაცემებში.
მოლდოვას რესპუბლიკის პოზიციის გაძლიერება ევროპულ ბაზარზე განპირობებულია ევროკავშირის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს გადასახადები და იმპორტის კვოტები, რომლებიც გამოიყენება მოლდოვის რესპუბლიკიდან ევროკავშირში ექსპორტირებულ პროდუქტებზე.
„ამგვარად, შვიდი კატეგორიის პროდუქციის ექსპორტირება შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი: პომიდორი, ნიორი, სუფრის ყურძენი, ვაშლი, ალუბალი, ქლიავი და ყურძნის წვენი“, – აცხადებენ სააგენტოში.