მოლდოვაში მაღალი ხარისხის სუფრის ყურძნის უხვ მოსავლს ელიან

სუფრის, ყურძენი

წელს მოლდოვაში, სუფრის ყურძნის მოსავალი მაღალი ხარისხისაა მოსალოდნელი, რასაც ხელი შეუწყო დამტვერვისთვის ამინდის პირობების უჩვეულოდ წარმატებულმა კომბინაციამ.

ამ ეტაპზე, როგორც მოლდოველი მევენახეები ამბობენ, „მტევნები კარგად არის ჩამოყალიბებული, მარცვლები კი ერთგვაროვანი და საკმაოდ დიდი ზომისაა“.

როგორც კაჰულის რეგიონის სუფრის ყურძნის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, სერგიუ ტუტოვანი აღნიშნავს, ივნისის ბოლო ათწლეულის დასაწყისისთვის პოტენციური მოსავლის მდგომარეობა კარგ შეფასებას იმსახურებს მათ შორის ადრეული ჯიშების (მაგალითად, „კოდრიანკა“) ვენახებშიც.

როგორც Logos Press იუწყება, მთავარი საექსპორტო ჯიშის „მოლდოვას“ მწიფე ყურძენი ახლა თითქმის უნაკლოდ გამოიყურება, თუნდაც ურწყავ პლანტაციებში.

მევენახეებს ასევე ახარებს ის ფაქტი, რომ ზაფხულის პირველი თვის ბოლოს, ამინდის პირობები ვენახებში დაავადებების გავრცელებას არ უწყობს ხელს. თუმცა, ექსპერტები ურჩევენ, რომ უახლოეს მომავალში ჩატარდეს პლანტაციების სისტემური ფუნგიციდებით დამუშავება ნაცარზე. ამავდროულად, სამუშაო ხსნარს გოგირდის შემცველი პრეპარატები დაემატოს.

წელს მოლდოვამ შესაძლოა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ყურძნის მოსავალი მიიღოს.

იხილეთ: სუფრის ყურძენი – დარგვა, ვენახის გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა