საქართველოდან 3.2 მლნ აშშ დოლარის საწებელია ექსპორტირებული

საწებელი

2026 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.3 ათასი ტონა საწებელი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული საწებლის მოცულობა 5%-ით (58.8 ტონით), ხოლო ღირებულება 20%-ით (527.8 ათასი აშშ დოლარით) გაიზარდა.

მზა საწებლების (ძირითადად აჯიკის, პომიდვრის, ტყემლისა და ბროწეულის საწებლებისა და სოუსების) ექსპორტის ღირებულება ყოველწლიურად მზარდია. აღსანიშნავია, რომ წელს შემოსავლების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად უსწრებს მოცულობის მატებას, რაც უცხოურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის საშუალო საექსპორტო ფასის ზრდაზე მიუთითებს.

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 31 ქვეყანაში განხორციელდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (25%), აშშ (24%) და ისრაელი (14%).

თქვენი რეკლამა