დღეის მდგომარეობით საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული.
საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. 2024 წლის 1 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, უკვე ექსპორტირებულია 1.8 ათასი ტონა მოცვი, რომლის ღირებულებამ 11.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.4 ათასი ტონით (4.5-ჯერ), ხოლო ღირებულება – 8.7 მლნ აშშ დოლარით (4.2-ჯერ) გაიზარდა.
იხილეთ აგრეთვე: ლურჯი მოცვი – დარგვა, მულჩირება, მოშენება, ბიზნესი