საქართველოდან 17.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების დაფნის ფოთოლია ექსპორტირებული

დაფნის, ფოთოლი, ექსპორტი, საქართველო

2026 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან ექსპორტირებულია 17.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4.2 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი.

2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდთან შედარებით, ექსპორტის რაოდენობა 27%-ით (896 ტონა) ხოლო ღირებულება 23%-ით (3.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში, 1 კგ დაფნის ფოთლის საშუალო საექსპორტო ფასი 4.1 აშშ დოლარია.

დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზარია ჩინეთი (73%) და რუსეთი (15%).

დაფნა – დაფნის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა