აზერბაიჯანული პომიდვრის ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა

პომიდორი, აზერბაიჯანი, ექსპორტი

აზერბაიჯანმა პომიდვრის ექსპორტი 2025 წლის პირველ შვიდ თვეში 12.4%-ით გაზარდა.

მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული იქნა 143,578 ტონა პომიდორი, რომლის ღირებულება 156 მილიონ 872 ათასი დოლარია.

ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებით 12.4%-ით, ხოლო რაოდენობრივად 23%-ით მეტია.

ამის შესახებ ABC.az-ი სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება.

2024 წლის შვიდ თვეში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული იქნა 139 მილიონ 524 ათასი დოლარიი ღირებულების,  116,935 ტონა პომიდორი.

წელს პომიდვრის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 1.03%-ს და არასანავთობო სექტორის ექსპორტის დაახლოებით 7.51%-ს შეადგენს.

EastFruit-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი მუშაობს 24 აგროპარკის შექმნაზე 22 რაიონში 66.3 ათასი ჰექტარ ფართობზე.

ცნობილია, რომ 23 აგროპარკმა უკვე დაიწყო საქმიანობა, ხოლო 1 აგროპარკში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. აგროპარკებიდან 6 სპეციალიზირებულია მეცხოველეობაზე, 6 – მეხილეობაზე, 11 – ინტეგრირებულ სოფლის მეურნეობაზე, 1 კი – დახარისხებაზე, შეფუთვასა და ლოჯისტიკაზე.

თქვენი რეკლამა