ლიმონი: მსოფლიო ბაზარი, წარმოება და ექსპორტის პერსპექტივა 2030 წლამდე

ლიმონი, მოსავალი

ლიმონი (Citrus limon) ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მოთხოვნად ციტრუსოვან კულტურად ითვლება გლობალურ აგრობაზარზე.

მისი გამოყენება როგორც ახალი პროდუქტების ბაზარზე, ასევე გადამუშავებაში (წვენი, ეთერზეთი, საკონდიტრო და ფარმაცევტული ინდუსტრია) ლიმონს აქცევს მაღალბრუნვად და შედარებით დაბალი რისკის კულტურად.

ბოლო წლებში ლიმონის ბაზარზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია:

  • მოთხოვნის ზრდა ჯანსაღი კვებისა და იმუნიტეტის პროდუქტებზე;
  • ფასების სეზონური მერყეობა, მაგრამ გრძელვადიანი სტაბილურობა;
  • ინტერესი ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიმართ იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში.

ბაზრის მონაცემები

გლობალური ბაზარი

  • მსოფლიო წარმოება: დაახლოებით 20–21 მლნ ტონა/წელიწადში;
  • მსოფლიო ლიმონის ექსპორტის ღირებულება: 7–8 მლრდ აშშ დოლარი.

ლიმონის მწარმოებელი TOP ქვეყნები (წარმოება + ექსპორტი)

ლიმონის გლობალურ ბაზარზე წამყვანი ქვეყნები განსხვავდებიან არა მხოლოდ წარმოების მოცულობით, არამედ ექსპორტზე ორიენტაციითაც. ზოგი ქვეყანა შიდა მოხმარებაზეა ფოკუსირებული, ზოგი კი — საერთაშორისო ვაჭრობაზე.

  • ინდოეთი
    წარმოება: 3.5 მლნ ტონა;
    ფართობები: >300 000 ჰა;
    ინდოეთი მსოფლიოში ლიმონის უდიდესი მწარმოებელია, თუმცა წარმოების უმეტესი ნაწილი შიდა ბაზარზე იხარჯება;
    ექსპორტი: 50–70 ათასი ტონა;
    ექსპორტის ღირებულება: 60–80 მლნ აშშ დოლარი;
    ექსპორტის მიმართულებები: ბანგლადეში, ნეპალი, ახლო აღმოსავლეთი;
    ინდოეთი წარმოების ლიდერია, მაგრამ არა ექსპორტის.
  • მექსიკა
    წარმოება: 2.8 მლნ ტონა;
    ფართობები: 200 000 ჰა;
    მექსიკა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ლიმონის მწარმოებელია, ძლიერი ლოგისტიკითა და აშშ-ის ბაზარზე წვდომით;
    ექსპორტი: 700–900 ათასი ტონა;
    ექსპორტის ღირებულება: 1.2–1.6 მლრდ აშშ დოლარი;
    ძირითადი ბაზრები: აშშ, კანადა, იაპონია;
    მექსიკა არის მსოფლიო TOP ექსპორტიორი ახალ ლიმონში.
  • ჩინეთი
    წარმოება: 2.6 მლნ ტონა;
    ფართობები: 190 000 ჰა;
    ჩინეთის ლიმონის სექტორი სწრაფად ვითარდება, თუმცა კვლავ შიდა ბაზარზეა ორიენტირებული;
    ექსპორტი: 150–200 ათასი ტონა;
    ექსპორტის ღირებულება: 200–300 მლნ აშშ დოლარი;
    ბაზრები: სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, რუსეთი, მონღოლეთი;
    ექსპორტი იზრდება, მაგრამ შიდა მოხმარება დომინირებს.
  • არგენტინა
    წარმოება: 1.8 მლნ ტონა;
    ფართობები: 140 000 ჰა;
    არგენტინა მსოფლიო ლიდერია ლიმონის გადამუშავებულ პროდუქტებში;
    ექსპორტი (ახალი + გადამუშავებული): 600–800 ათასი ტონა;
    ექსპორტის ღირებულება: 900 მლნ – 1.2 მლრდ აშშ დოლარი;
    ძირითადი ბაზრები: EU, აშშ, რუსეთი;
    სტრატეგიული მოთამაშე კონცენტრატის სეგმენტში.
  • ესპანეთი
    წარმოება: 1.0 მლნ ტონა
    ფართობები: 70 000 ჰა
    ევროპის მთავარი ლიმონის მწარმოებელი და ექსპორტიორი, მაღალი ხარისხის სტანდარტებით.
    ექსპორტი: 700–900 ათასი ტონა
    ექსპორტის ღირებულება: ~1.1–1.4 მლრდ აშშ დოლარი
    ბაზრები: გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, იტალია
    EU-ის შიგნით ნომერ პირველი ექსპორტიორი.

* ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან მექსიკა, ესპანეთი და არგენტინა, ხოლო ინდოეთი და ჩინეთი წარმოების ლიდერები არიან, მაგრამ ექსპორტზე ნაკლებად ორიენტირებულები.

მოსავლიანობა, ხარისხი, ფასი

  • საშუალო მოსავლიანობა: 20–35 ტონა/ჰა;
  • კომერციული მოსავლის დაწყება: 3–4 წელი;
  • სრულმოსავლინობის პერიოდი: 6–8 წელი;
  • ხარისხის კრიტერიუმები: ზომა, მჟავიანობა, წვენიანობა, შენახვის უნარი;
  • საშუალო საერთაშორისო საბითუმო ფასი: 0.8–1.5 აშშ დოლარი/კგ. ფასების დინამიკა: სტაბილური, სეზონური მერყეობით.

ლიმონის იმპორტიორი TOP ქვეყნები (მოთხოვნის ცენტრები)

ლიმონის საერთაშორისო ვაჭრობაში იმპორტი კონცენტრირებულია იმ ქვეყნებში, სადაც შიდა წარმოება არასაკმარისია ან სეზონურად შეზღუდულია.

TOP იმპორტიორი ქვეყნები

  • აშშ
    იმპორტი: 700–900 ათასი ტონა/წელიწადში
    მსოფლიოში ლიმონის უდიდესი იმპორტიორი. მოთხოვნა მაღალია როგორც ახალი, ისე გადამუშავებულ პროდუქტებზე.
  • გერმანია
    იმპორტი: 500–600 ათასი ტონა;
    ევროპის მთავარი ჰაბი ლიმონის რეექსპორტისთვის. მოთხოვნა მაღალია ბიო და პრემიუმ სეგმენტში.
  • საფრანგეთი
    იმპორტი: 300–400 ათასი ტონა
    მზარდი მოხმარება ახალ ბაზარზე და HoReCa სექტორში.
  • რუსეთი
  • იმპორტი: 250–350 ათასი ტონა
    ძლიერ დამოკიდებულია იმპორტზე, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე. რეგიონულად მნიშვნელოვანი ბაზარია ახლომდებარე მწარმოებლებისთვის.
  • ნიდერლანდები
  • იმპორტი: 200–300 ათასი ტონა;
    ევროპის ლოჯისტიკური ჰაბი — დიდი ნაწილი გადამუშავდება ან რეექსპორტდება EU-ს შიგნით.

ეკონომიკური მნიშვნელობა

ფერმერის ეკონომიკა (ROI) — 1 ჰა

  • საწყისი ინვესტიცია: 18 000–25 000 ლარი;
  • საშუალო წლიური შემოსავალი (სრულმოსავლინობის პერიოდში): 30 000–45 000 ლარი;
  • წმინდა მოგება: 12 000–20 000 ლარი;
  • შეფასებითი ROI: 20–35% (გრძელვადიანი მაჩვენებელი).

შენიშვნა: მაჩვენებლები ეხება სრულმსხმოიარე ბაღს და სტაბილურ საბაზრო პირობებს.

ლიმონი საქართველოში

  • ძირითადი რეგიონები: აჭარა, გურია, სამეგრელო;
  • წარმოების ფორმა: მცირე და საშუალო მეურნეობები;
  • საშუალო მოსავლიანობა: 18–25 ტონა/ჰა;
  • წლიური წარმოება: რამდენიმე ათასი ტონა (მზარდი ტენდენცია);
  • ექსპორტის ძირითადი მიმართულებები: რუსეთი, სომხეთი, ადგილობრივი რეგიონული ბაზრები;
  • ექსპორტი ჯერ კიდევ შეზღუდულია, თუმცა ადგილობრივი წარმოება ამცირებს იმპორტდამოკიდებულებას.

ლიმონი წარმოადგენს სტაბილურ, გრძელვადიან და მრავალმხრივ გამოყენებად აგროკულტურას, რომელიც განსაკუთრებით პერსპექტიულია საქართველოს სუბტროპიკულ ზონებში. სწორი აგროტექნოლოგიებისა და ბაზარზე ორიენტირებული წარმოების პირობებში ლიმონი შეიძლება იქცეს როგორც შიდა ბაზარზე იმპორტის შემცვლელ, ასევე საექსპორტო პროდუქტად.

ბაზრის პროგნოზი

  • პროგნოზი და ტენდეციები 2030 წლამდე;
  • მსოფლიო მოთხოვნა: ზრდის ტენდენცია (+15–20%);
  • ფასები: საშუალო დიაპაზონის შენარჩუნება;
  • ბიო და ეკო-ლიმონის პოპულარობა;
  • გადამუშავებული პროდუქციის წილის ზრდა.

წყაროები: FAO, ITC Trade Map, Eurostat, Geostat

ლიმონი – ნიადაგის შერჩევა, ნაკვეთის დაგეგმვა და ნერგების დარგვა

თქვენი რეკლამა