ეგვიპტე, მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორი, 2028 წლისთვის სუბსიდირებული პურის წარმოებისთვის ხორბლით თვითუზრუნველყოფის მიღწევას ისახავს მიზნად, განუცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალა ფარუკმა „როიტერსს“.
2026/2027 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ეგვიპტეს სუბსიდირებული პურის წარმოების პროგრამის განსახორციელებლად 8.6 მილიონი ტონა ხორბალი სჭირდება, თუმცა მინისტრმა უარი თქვა ზუსტი რაოდენობის დაკონკრეტებაზე, რომელიც მთავრობას ვითუზრუნველყოფის მისაღწევად დასჭირდება.
ეგვიპტის მთავრობა ადგილობრივ ფერმერებს ხორბალზე კონკურენტულ ფასებს სთავაზობს. სახელმწიფო ფონდისთვის ხორბლის შესყიდვის მიმდინარე კამპანიის დროს, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო, მთავრობა ეგვიპტელი ფერმერებისგან 5 მილიონი ტონა ხორბლის შეძენას გეგმავს, განაცხადა ფარუკმა.
შესყიდვების ტემპი კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე გასული წელი, თუმცა ჩამორჩება 2024 წლის ტემპს. ოფიციალური მონაცემებით, 5 მაისისთვის უკვე შეძენილი იყო 1.39 მილიონი ტონა ხორბალი, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ თარიღთან შედარებით (1.19 მილიონი ტონა), მაგრამ 13%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე (1.6 მილიონი ტონა).
პურის ცოცხალი ხაშის (საფუარი) მომზადება

