ბრაზილია მსოფლიოში საქონლის ხორცის უმსხვილესი ექსპორტიორია 28%-იანი ბაზრის წილით. National Beef Wire-ის მონაცემებით, მას მოსდევდნენ ავსტრალია, ინდოეთი, აშშ და არგენტინა.
გასულ წელს ბრაზილიამ 3.6 მილიონ ტონაზე მეტი საქონლის ხორცის ექსპორტი განახორციელა, რაც გლობალური ექსპორტის დაახლოებით 28%-ს შეადგენს.
მსოფლიოში საქონლის ხორცის 12 უმსხვილესმა ექსპორტიორმა, 2024 წელს 12.9 მილიონი ტონა ხორცის ექსპორტი განახორციელა.
ტოპ 12 ექსპორტიორი ქვეყნის სია:
- ბრაზილია – 3.6 მილიონი ტონა (28%);
- ავსტრალია – 1.9 მილიონი ტონა (14.6%);
- ინდოეთი – 1.5 მილიონი ტონა (11.7%);
- აშშ – 1.3 მილიონი ტონა (10.5%);
- არგენტინა – 843.7 ათასი ტონა (6.5%);
- ევროკავშირი – 671.3 ათასი ტონა (5.2%);
- ახალი ზელანდია – 648.6 ათასი ტონა (5%);
- კანადა – 562.4 ათასი ტონა (4.3%);
- ურუგვაი – 471.7 ათასი ტონა (3.6%);
- პარაგვაი – 471.7 ათასი ტონა (3.6%);
- მექსიკა – 301.1 ათასი ტონა (2.3%);
- ნიკარაგუა – 165.1 ათასი ტონა (1.3%).
ბრაზილიისა და ავსტრალიის ერთობლივი წილი, საქონლის ხორცის გლობალური ექსპორტის თითქმის 43%-ს შეადგენს.
წყარო: National Beef Wire

