უკრაინაში ნუშის სამრეწველო ბაღების გაშენება უნდათ

ნუშის, ბაღები, უკრაინა

ნუშის თანამედროვე ჯიშების სამრეწველო ბაღების გაშენება, შესაძლოა უკრაინული კაკლოვანი კულტურების მოყვანის ახალ მიმართულებად იქცეს, წერს SEEDS.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში კაკლოვნები სამრეწველო ბაღების ფართობი სტაბილურად იზრდება, ეს, პირველ რიგში, თხილის პლანტაციების გაშენებით არის განპირობებული.

ამავდროულად, უკრაინა ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ნუშის იმპორტს ახორციელებს. ამის შესახებ უკრაინის კაკლის ასოციაციის პრეზიდენტმა, გენადი იუდინმა განაცხადა.

„უკრაინაში გასულ წელს 3 300 ტონა ნუში შემოიტანეს. ამასთან მოხმარება მხოლოდ იზრდება – ნუშის იმპორტი მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, თითქმის გაუტოლდა გასული წლის წლიურ მაჩვენებლებს და 3 100 ტონას მიაღწია“.

მისი თქმით, უკრაინის სხვადასხვა ადგილზე ნუშის ექსპერიმენტული ნარგავების მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე, ასოციაციის სპეციალისტებმა, ქვეყნის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ერთად, დაასკვნეს, რომ შესაძლებელია სამრეწველო ბაღების გაშენება ესპანეთში გამოყვანილი გვიანყვავილოვანი ნუშის უახლესი ჯიშების გამოყენებით.

„უკრაინაში ნუშის სხვადასხვა ჯიშის მოყვანის კვლევის დროს, ესპანურმა ჯიშებმა უკრაინის სხვადასხვა კლიმატურ ზონაში აჩვენეს უმაღლესი ზრდა, პროდუქტიულობა და ყინვაგამძლეობა. ისინი ხასიათდებიან ძლიერი ზრდის ენერგიით, გაზაფხულის უეცარი ყინვების მიმართ მაღალი გამძლეობით და არ არიან დამოკიდებლნი ფუტკრების დამტვერიანებაზე“, – დასძინა გენადი იუდინმა.

იხილეთ: ნუში – გამრავლება, ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა