3 ნოემბრის მონაცემებით, უკრაინამ 2025/26 საბაზრო წელს 9 მილიონ 386 ათასი ტონა მარცვლეული და პარკოსანი კულტურები გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 5 მილიონ 684 ათასი ტონით, ანუ 60.5%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს ვებგვერდზეა ინფორმაცია.
3 ნოემბრის მონაცემებით, უკრაინის ხორბლის ექსპორტი 6 მილიონ 218 ათას ტონას შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 1 მილიონ 715 ათასი ტონით, ანუ 27.9%-ით ნაკლებია.
ქერის ექსპორტი 1 მილიო, 089 ატასი ტონას შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56.6%-ით ნაკლებია. გარდა ამისა, ექსპორტირებულია 0.2 ათასი ტონა ჭვავი.
უკრაინის სიმინდის ექსპორტი 1 მილიონ 903 ათას ტონას შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 3 მილიო 249 ათასი ტონით, ანუ 170.7%-ით ნაკლებია.
გარდა ამისა, საზღვარგარეთ გაიგზავნა 21,5 ათასი ტონა ფქვილი (ანუ 28,7 ათასი ტონა მარცვლეულის ექვივალენტი), რაც გასულ წელთან შედარებით 4,7 ათასი ტონით ანუ 21.8%-ით ნაკლებია.

