ჩინეთში ლურჯი მოცვის წარმოება 35%-ით გაიზარდა

მოცვი, ჩინეთი, წარმოება

2025 წელს ჩინური ლურჯი მოცვის ბაზარი განვითარების ახალ ფაზაში შედის: მოსავალი, სავარაუდოდ, 1.2 მილიონ ტონას გადააჭარბებს, რაც გასულ წელთან შედარებით 35%-ით მეტია.

ამის შესახებ freshplaza აცხადებს.

გაუმჯობესებული მაჩვენებლები შესაძლებელი გახდა სუბსტრატული ტექნოლოგიისა და ციფრული მონიტორინგის დანერგვის წყალობით. ხარისხის ცხრა ძირითადი კრიტერიუმი, მათ შორის შაქრისა და მჟავას თანაფარდობა და ცვილის საფარი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

იუნანის პროვინცია, სადაც ეროვნული წარმოების დაახლოებით 30%-ს მოდის, მოსავლის აღებას ნოემბერში დაიწყებს.

კომპანია Hunan Dream of Fruit Agriculture წარმომადგენელმა ვოლგენ მანდამ აღნიშნა: „იუნანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონია მოცვისთვის. დღე-ღამეს შორის მნიშვნელოვანი ტემპერატურული სხვაობისა და ხელსაყრელი კლიმატის წყალობით, ჩვენ ვაწარმოებთ მკვრივ, კარგად შეფერილ კენკრას ხარისხის აშკარა უპირატესობით“.

წელს კომპანიამ იუნანში ლურჯი მოცვის პლანტაციები გააფართოვა და გასულ სეზონთან შედარებით მოსავლიანობა გააორმაგა. ძირითადი ჯიშები: M8, M9, L42 და Bianca ბაზრის სხვადასხვა საჭიროებებზეა ორიენტირებული.

„M8-ს აქვს მდიდარი ყვავილოვანი არომატი და მკვრივი ტექსტურა, M9 ტკბილი და ხრაშუნაა, L42 ცნობილია თავისი დიდი ნაყოფით, ხოლო Bianca არის ახალი ჯიში 20 მმ-მდე დიამეტრით და ტკბილი არომატით“, – განმარტა მანდამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იუნანის მოცვის ფასები შემცირდა მიწოდების გაზრდისა და გაუმჯობესებული ლოჯისტიკის გამო. კომპანიის პროდუქცია უკვე ექსპორტირებულია ჰონგ-კონგში, ტაილანდში, მალაიზიაში, სინგაპურსა და ახლო აღმოსავლეთში.

წარმოების სწრაფი ზრდის მიუხედავად, ჩინეთში მოცვის მოხმარება განვითარებულ ქვეყნებში არსებული მაჩვენებლის მეათედზე ნაკლებია.

„ბაზარი ჯერ კიდევ შორს არის გაჯერებისგან და ინდუსტრიის მომავალი განისაზღვრება ხარისხითა და ბრენდით“, – დაასკვნა მანდამ.

იხილეთ: მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია

თქვენი რეკლამა