თურქეთის ახალი შეზღუდვები ჩინურ საქონელზე

თურქეთი, შეზღუდვები, ჩინურ, საქონელზე

თურქეთის ახალი შეზღუდვები ჩინურ საქონელზე, სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ონლაინ საცალო ვაჭრობის პლატფორმებზეც: Temu, AliExpress და Shein.

თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ, ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმებიდან ფეხსაცმლის, სათამაშოებისა და ტყავის ნაწარმის იმპორტზე, ახალი შეზღუდვები დააწესა.

შეძღუდვა მოჰყვა შემოწმებებს, რომლებმაც გამოავლინა უსაფრთხოების სტანდარტების ფართოდ გავრცელებული შეუსაბამობა.

სამინისტროს ცნობით, მაღალი რისკის მქონე საქონელი აღარ დაიშვება თურქეთში ფოსტით ან ექსპრეს ტვირთით გამარტივებული საბაჟო დეკლარაციებით. ცვლილებები ძალაში შევიდა ორშაბათს.

ეს ღონისძიება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ჩინურ ონლაინ საცალო ვაჭრობაზე, როგორიცაა Temu, AliExpress და Shein, რომლებიც უკვე განიცდიან მსგავს შემოწმებებს ევროპაში.

მომხმარებელთა დაცვისა და ბაზრის ზედამხედველობის გენერალური დირექტორატების მიერ ჩატარებული შემოწმებების თანახმად, შემოწმებული 182 პროდუქტიდან 81% არ შეესაბამებოდა რეგულაციებს. ლაბორატორიულმა ტესტებმა გამოავლინა ტოქსიკური ნივთიერებები – ფტალატები, ტყვია, კადმიუმი და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები – დასაშვებ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ეს ქიმიკატები ცნობილი კანცეროგენებია.

სამინისტრომ განმარტა, რომ ამ ზომების მიზანია მომხმარებლებისთვის პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ბაზრის ზედამხედველობის გაძლიერება. მან დასძინა, რომ მონიტორინგი და იძულებითი შემოწმება კატეგორიული იქნება.

თურქეთის ფეხსაცმლის სექტორი ახალ შეზღუდვებს მიესალმა და მიუთითა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ პრობლემაზე. დადგენილია, რომ Temu პლატფორმის მეშვეობით იმპორტირებული ჩინური ფეხსაცმლის 50%-მდე შეიცავდა კანცეროგენულ მასალებს, ხოლო Temu-ს წლიური გაყიდვები დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, ფეხსაცმლის იმპორტის საერთო რაოდენობამ კი 8 მილიონ წყვილს მიაღწია.

ბაზარმა უკმაყოფილება გამოთქვა გაუმჭვირვალე წარმოებისა და ყალბი საქონლის მიმართ: სავარაუდოდ, ყალბი პროდუქცია ბაზრის 40%-მდე შეადგენს, რაც გადასახადების არასაკმარისი გადახდის გამო, სახელმწიფოს წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით დაზარალებას იწვევს.

თურქეთმა ადრე გადადგა ნაბიჯები ბაზარზე ჩინური ონლაინ პლატფორმების დომინირების შესაზღუდად: 2024 წლის აგვისტოში, უბაჟო ზღვარი 150 ევროდან 30 ევრომდე შემცირდა. ასევე დაიწყო ანტიდემპინგური გამოძიება, იმპორტირებულ სინთეტიკურ ქსოვილებზე, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, სამხრეთ კორეიდან და ეგვიპტიდან რომლებსაც ჩინეთი შეზღუდვების გვერდის ასავლელად იყენებდა.

წყარო: mk-turkey

თქვენი რეკლამა