თურქეთს 26 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

თურქეთი, ტურიზმი

2025 წლის პირველ 6 თვეში, თურქეთს 26 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, მეჰმეთ ერსოის თქმით, ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა.

„ჩვენ რესპუბლიკის ექვსთვიანი ვიზიტორთა რეკორდი მოვხსენით. წლის დასაწყისიდან თურქეთს 26 389 000 ტურისტი ეწვია. ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან იყო“, – განაცხადა მინისტრმა თავისი უწყების წლის მონაცემების პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, 2025 წლის პირველ ნახევარში თურქეთის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 25,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7,6%-ით მეტია. „ეს საშუალებას გვაძლევს, იმედი ვიქონიოთ, რომ წლის ბოლომდე ტურიზმიდან შემოსავალი 64 მილიარდ დოლარს მიაღწევს“, – თქვა ერსოიმ.

თურქეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ წელს 65 მილიონი ტურისტის მასპინძლობა ჰქონდა განზრახული.

2024 წელს თურქეთს დაახლოებით 6,7 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია. წელს, თურქეთის პროგნოზებით, ქვეყანას დაახლოებით 7 მილიონი რუსი ტურისტი ეწვევა.

წყარო: mk-turkey

თქვენი რეკლამა