
სომხეთის და ჩინეთის წარმომადგენლების შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლო სფეროები, მათ შორის სოფლის მეურნეობა, ასევე ელექტრომობილების დამუხტვისა და მომსახურების ინფრასტრუქტურის გაფართოება.
სომხეთს ჩინეთში ექსპორტის გაფართოების პოტენციალი აქვს, ამის შესახებ ერევანში ჩინეთის ახალმა ელჩმა ლი სინვეიმ, სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორკ პაპოიანთან შეხვედრაზე განაცხადა.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინელი მომხმარებლები დიდად აფასებენ სომხურ კონიაკს (ბრენდი), ასევე ღვინოსა და სიგარეტს.
თავის მხრივ, მინისტრმა მიულოცა ელჩს დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაძლიერდება. პაპოიანმა თქმით სომხეთი ღიაა ჩინური ინვესტიციებისთვის. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლო სფეროები, მათ შორის სოფლის მეურნეობა, ასევე ელექტრომობილების დამუხტვისა და მომსახურების ინფრასტრუქტურის გაფართოება.
მათ ასევე განიხილეს სომხეთის მთავრობის პროექტი „მსოფლიოს გზაჯვარედინი“, რომელიც, მინისტრის თქმით, შეიძლება რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცეს.
სომხეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ჩინეთში ექსპორტი 425 მილიონ დოლარზე ოდნავ ნაკლები იყო, საიდანაც არასანედლეულო ექსპორტი (ლითონის მადნის კონცენტრატების გარდა) 10 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი იყო. კონიაკის ექსპორტი 2,5 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო სიგარეტის – 1 მილიონ დოლარზე მეტი იყო.