პოლონურმა ქსელმა ადგილობრივი ყურძნის გაყიდვა დაიწყო

პოლონური, ყურძენი

პოლონურმა მაღაზიათა ქსელმა Biedronka ადგილობრივი წარმოების სუფრის ყურძნის გაყიდვა დაიწყო.

პოლონური საზამთროს ბაზარზე წარმატებით გამოტანის შემდეგ, Biedronka-ს მაღაზიათა ქსელი კვლავაც ეჭვქვეშ აყენებს საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებებს, იმის შესახებ თუ რისი მოყვანა შეიძლება ქვეყანაში.

Biedronka პირველი პოლონელი საცალო ვაჭრობის კომპანია გახდა, რომელმაც ქვეყანაში მოყვანილი სუფრის ყურძენი გაყიდა.

მაზოვიის ადგილობრივი მომწოდებლებისგან პირდაპირ მოწოდებული ყურძენი ამ კვირაში გაიყიდა 660 მაღაზიაში, ძირითადად ქვეყნის დიდ ქალაქებში: ვარშავაში, კრაკოვსა და პოზნანში, წერს Fruitnet.

ამ ეტაპზე 500 გრამი სუფრის ყურძნის ფასი 9.99 ზლოტია (2,71$).

ქსელი აცხადებს, რომ შესაძლოა პროგრამა გააფართოვოს ქვეყნის მასშტაბით სხვა მაღაზიებში, მომხმარებლის მოთხოვნისა და პროდუქტის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

„მოხარულები ვართ, რომ პირველები ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს პოლონურ ყურძენს, პროდუქტს, რომელიც ადრე ძირითადად იმპორტთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა კატეგორიის მენეჯერმა ბარტლომეი ვოიტკოვსკიმ.

„როდესაც ეს შესაძლებელია, ჩვენ პრიორიტეტს პოლონურ პროდუქტებს ვანიჭებთ. ეს ადგილობრივ მწარმოებლებთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ჩვენი ძალისხმევის შედეგია“.

Biedronka-მ თავი დაიმკვიდრა, როგორც საცალო მოვაჭრემ, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს შეხედულებებს თუ პოლონეთში რისი მოყვანა შეიძლება და რისი არა.

პოლონური, ყურძენი

2021 წელს კომპანიამ ბაზარზე მაზოვიაში მოყვანილი საზამთრო წარადგინა, რამაც, კომპანიის თქმით, მომხმარებლებში „უზარმაზარი“ ინტერესი გამოიწვია.

კომპანიის ცნობით, მის მაღაზიებს თითქმის 300 ადგილობრივი მწარმოებლის ახალი ხილი და ბოსტნეული მიეწოდება.

თქვენი რეკლამა