გინესის რეკორდების წიგნში შეტანილია კაბრალესის ყველი Llagar de Colloto, რომელიც ესპანეთში, აუქციონზე 36 000 ევროდ გაიყიდა.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყველი 10 თვის განმავლობაში გამოქვაბულში ინახებოდა. ამ ყველმა ესპანეთში გამართულ კონკურსზე ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
ყველი, რომელიც ანხელ დიას ჰერეროს რძის ქარხანამ შექმნა, ესპანეთის ქალაქ ასტურიაში, კაბრალესის მარეგულირებელმა საბჭომ (DOP Cabrales) გაყიდა. Llagar de Colloto რესტორანმა შეიძინა.
გინესის რეკორდების წიგნმა, ეს დელიკატესი, აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ ყველად გამოაცხადა. ის აუქციონზე მას შემდეგ გაიტანეს, რაც კაბრალესის მარეგულირებელმა საბჭომ ის „კონკურსის საუკეთესო ყველად“ დაასახელა.

ძვირადღირებული ყველი, რომლის წონა 2.2 კგ იყო, ძროხის რძისგან დამზადდა და 10 თვის განმავლობაში დაძველდა ლოს მასოსის გამოქვაბულში, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
წყარო: infagro

