2026 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 3.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 826 ტონა ლოკოკინა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინის რაოდენობა 75%-ით (353 ტონა), ხოლო ღირებულება 67%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
ლოკოკინას საექსპორტო ბაზრებია: საფრანგეთი (71%) და თურქეთი (29%). ლოკოკინას ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2025 წელს ექსპორტირებული ლოკოკინას რაოდენობამ 571 ტონა შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.

