სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლის პირველ ნახევარში 45%-ით შემცირდა.
სტატისტიკის კომიტეტის ცნობით, სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 2025 წლის იანვრიდან ივნისამდე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45%-ით შემცირდა და 9.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ივნისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელზე 9.4%-ით მეტია, მაგრამ 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე 16.6%-ით ნაკლებია.
წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52.8%-ით ნაკლები იყო და 3.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ივნისში სომხეთმა 729.8 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა. მაისთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 23.6%-ით გაიზარდა, მაგრამ გასული წლის ივნისთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა.
იანვარ-ივნისში ქვეყანაში იმპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.6%-ით შემცირდა. წლის პირველ ნახევარში იმპორტმა 5.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2024 წლის ივნისთან შედარებით, 2025 წლის ივნისში იმპორტი 17.1%-ით შემცირდა.
წყარო: armeniatoday

