აშშ ნაყინიდან ხელოვნური საღებავების თანდათანობით ამოღებას იწყებს

აშშ, ნაყინი, საღებავები

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2027 წლისთვის, დაანიცირა უარი ნაყინში ხელოვნური საღებავების გამოყენებაზე.

ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივის თანახმად, შეერთებულ შტატებში, 2027 წლისთვის, ნაყინის შემადგენლობიდან ხელოვნური საღებავები ეტაპობრივად იქნება ამოღებული. ამის შესახებ აშშ-ს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბრუკ როლინსმა, აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მინისტრმა რობერტ ფ. კენედი უმცროსმა და აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) კომისარმა, დოქტორმა მერი მაკარიმ განაცხადეს.

ინიციატივა 40-ზე მეტ ნაყინის მწარმოებელი კომპანია მოიცავს, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, თავიანთი პროდუქციაში ხელოვნური საღებავები არ გამოიყენონ, რაც ასახავს საერთაშორისო რძის პროდუქტების ასოციაციის (IDFA) და ინიციატივის „ისევ გავხადოთ ამერიკა ჯანმრთელი“ (MAHA) მცდელობებს.

IDFA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ დაიკსმა, ხაზი გაუსვა ვალდებულების მასშტაბებს და მას „ამ ტიპის ყველაზე მასშტაბურ ძალისხმევას“ უწოდა.

დოქტორ მაკარიმ ასევე გამოაცხადა FDA-ს მიერ ახალი ბუნებრივი საკვები საღებავის, Gardenia Blue-ს, დამტკიცების შესახებ, რაც უფრო ბუნებრივი ინგრედიენტებისკენ გადასვლის ნაწილია.

ბრუკ როლინსმა ხაზი გაუსვა ამ მოძრაობის მნიშვნელობას და განაცხადა: „თითოეული ეს ძალისხმევა ეხმარება ოჯახებს უკეთესი არჩევანის გაკეთებაში და უფრო ჯანსაღი წესით ცხოვრებაში“. ეს ძალისხმევა უკავშირდება პრეზიდენტ ტრამპის უფრო ფართო დღის წესრიგს, რომელიც „ამერიკისთვის ჯანმრთელობის დაბრუნებას“ გულისხმობს.

ინიციატივას მხარდაჭერა ამერიკელი რძის ფერმერებისა და მწარმოებლებისგანაც მოჰყვა. სემ შვოეპემ, Schwoeppe Dairy Farm-ის მფლობელმა და მეხუთე თაობის რძის ფერმერმა, გააზიარა პირადი გამოცდილება ბავშვებზე კვების გავლენის შესახებ და ხაზი გაუსვა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის, ხელოვნური დანამატების გარეშე ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების მნიშვნელობას.

წყარო: DairyNews.today

თქვენი რეკლამა