ფოთში მდ.რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ხიდი, ფოთი

ფოთში ფოლად-რკინა-ბეტონის ახალი საავტომობილო ხიდი შენდება, ხიდის სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-ს შეადგენს.

ფოთის ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას.

ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 5 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას უზრუნველყოფს.

ფოთის ხიდი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის მდებარეობის გათვალისწინებით, იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, მისი ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს.

თქვენი რეკლამა