მწვანე სასუქი, სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და ხშირად გამოიყენება მებაღეობა-მებოსტნეობაში.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური და უძველესი მეთოდი (ჩვენი წინაპრები აქტიურად იყენებდნენ) ნიადაგის ნაყოფიერების ზრდისთვის.
იმ მცენარეებისგან, რომელსაც სარეველებს ვეძახით და აქტიურად ვცდილობთ მათგან განთავისუფლებას შეიძლება, ძალიან კარგი განოყიერების საშუალება მივიღოთ.
ამგვარის სასუქი ეფექტურია ფინანსური თვალსაზრისით და რაც მთავარია ნიადაგს უბრუნდება ის ნივთიერებები, რომლებიც ბაღში და ბოსტანში მცენარეებმა საკუთარი ზრდისთვის გამოიყენეს. უფრო მეტიც ფოტოსინთეზის შედეგად ჭინჭარმა და სხვა სარეველებმა, დამატებითი საკვები ნივთიერებები შექმნეს საკუთარ ბიომასაში.
ამჯერად მოგაწვდით ინფორმაციას ჭინჭრის სასუქის შესახებ
• გაზაფხულხე თესლის გამოღებამდე მოვკრიფოთ ან მოვცელოთ ჭინჭარი;
• სასუქისთვის გამოიყენება ნედლი, ჯამრთელი ღეროები და ფოთლები;
• გამოიყენეთ ემალირებული, პლასტმასის ან ხის ჭურჭელი (იდეალურია მუხის კასრი, თუმცა ეს ძვირი სიამოვნებაა). ხსნარი დუღილის პროცესში ლითონთან შეიძლება რეაქციაში შევიდეს, ამიტომ არ ღირს არაემალირებული ლითონის ჭურჭლის გამოყენება;
• მწვანე მასა დააქუცმაცეთ აავსეთ ნებისმიერი სიდიდის ჭურჭელი, ოღონდ ბოლომდე არა (15-20 სმ-ის თადარიგით) დუღილის პერიოდში ხსნარი ქაფდება;
• დაასხით შემთბარი წყალი ისე, რომ დაიფაროს მწვანე მასა, სასურველია ყოველდღე 2-3 ჯერ მორევა;
• დუღილი გრძელდება დაახლოებით ორი კვირა, 12-15 დღე;
• დუღილის დასრულების შემდეგ, ხსნარი გაფილტრეთ.
ამ პროცესში ჭინჭრის ნარევი მუქდება და გამოყოფს უსიამოვნო სუნს, სუნის გასაქრობად მასში რამდენიმე წვეთ ვალერიანს აწვეთებენ.
მიღებულ ხსნარს, გამოყენების წინ (გამოიყენეთ მხოლოდ გამოყენების წინ გაზავებული) აზავებენ წყლით პროპორციით 1/10 ზე. ამ ხსნარით თბილ ამინდში საღამოთი, ხოლო გრილ ამინდში დილით რწყავენ მცენარის ძირებს ისე, რომ მან ფესვებამდე ჩააღწიოს.
ხსნარი გამოიყენება დასუსტებული მცენარის იმუნიტეტის ასამაღლებლად. საუკეთესო საშუალებაა კომბოსტოსთვის, ნიახურისთვის, პამიდვრისთვის, კიტრისთვის და სხვა ბოსტნეულისთვის.
ყურადღება: ჭინჭრის სასუქის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი: ნიორის, ხახვის და პარკოსანი კულტურებისთვის.
იხილეთ აგრეთვე: ნაცარი – გამოიყენეთ ბუნებრივი სასუქი