ერთწლოვან საკვებ ბალახებს დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. მათი თესვა-მოყვანა წარმოებს ცხოველთა საკვებად, ადამიანის საზრდოდ და მრეწველობისა და წარმოების მრავალი დარგისათვის ნედლეულის მისაღებად. ერთწლოვანი საკვები ბალახები ითესება მაშინ, როდესაც ნიადაგი იმდენად შეშრება, რომ სათესის მუშაობა არ დაბრკოლდება […]
ესპარცეტი (Onobrychis) – ძვირფასი საკვები კულტურაა მესაქონლეობისთვის, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება და თაფლოვანი მცენარეა. ესპარცეტი ამიერკავკასიაში უძველეს კულტურათა ჯგუფს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში 100-მდე სახეობაა ცნობილი, კულტურაში უმეტესად მხოლოდ სამია ცნობილი: ჩვეულებრივი ესპარცეტი; […]
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში დღეისათვის პრიორიტეტულ კულტურებად ითვლება ჩაი, ციტრუსები, თხილი და კენკროვანი კულტურები, თუმცა მათ გვერდით ასევე უნდა კულტივირებდეს ეთერზეთოვანი და ტექნიკური კულტურები. უკანასკნელ პერიოდში იმატა მოსახლეობის მომართვიანობამ თამბაქოს კულტურის გაშენების, მოვლა-მოყვანისა და ექსპლუატაციის […]
საქართველოში სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების, განსაკუთრებით მემცენარეობის, შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა მაღალხარისხიანი და უხვმოსავლიანი კულტურების გამოყენება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს მოსავლიანობას, პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და მათ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე. ზემოაღნიშნული მიმართულებების შესაბამისად საჭიროა […]
I. ზოგადი ნაწილი 1.1 ზოგადი დახასიათება ორსახლიანი ჭინჭარი – Urtica dioica L., მიეკუთვნება ჭინჭრისებრთა – Urticaceae-ს ოჯახს. ჭინჭარი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მრავალრიცხოვანი მსუსხავი ბუსუსებით, ღერო სწორმდგომია ან აღმავალი, ჩვეულებრივ სუსტად დატოტვილი. ჭინჭრის სიმაღლე 150 სმ-მდეა, […]
ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის, ისე როგორც საერთოდ აგრარული მეცნიერებისა და წარმოების პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს მაღალმოსავლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შერჩევა, მაღალმოსავლიანი ჯიშების მოვლა-მოყვანით, შესაფერისი აგროტექნოლოგიის გამოყენებით, რომლებიც გააუმჯობესებენ ნიადაგის ნაყოფიერებას და დაიცავენ მას ეროზიისაგან. აღნიშნულთან ერთად ცხოვრებამ ცხადყო […]
კვლიავი (Carum carvi L.) უძველესი კულტურაა. იგი ფართოდაა გავრცელებული ევროპისა და აზიის ქვეყნებში. საქართველოში ველურად მოზარდი კვლიავი დიდი რაოდენობით გვხვდება მთის შუა სარტყელში ალპურ მდელოებამდე – მთათუშეთში, მთიულეთში, ხევსურეთში, სადაც მოჰყავთ ბოსტნებშიც. გავრცელებულია აგრეთვე აფხაზეთში, […]
მრავალწლოვან ბალახებს მინდვრად საკვებწარმოების გადიდებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირუტყვის საკვებად მისი გამოყენების ფორმა მრავალგვარია: მწვანე საკვებად, თივად, მაღალი ხარისხის სენაჟის და სილოსის დასამზადებლად, საძოვრად და სხვა. განუზომლად დიდია მათი როლი […]