უკრაინელი გათბობისთვის მისკანტუსს იყენებს

მისკანტუსი, ბიომასა

უკრაინელმა ნიკოლაი კიკოტმა, გათბობის ახალ საშუალებას მიაგნო, გაზისა და შეშის ნაცვლად იგი მისკანტუსს (Miscanthus giganteus) იყენებს.

მისკანტუსის გამოყენება გათბობისთვის გარდა იმისა, რომ ეკონომიურად მომგებიანია, ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, არ ზიანდება გარემო, არ იჩეხება ტყე.

ერთი ჰექტარიდან ნიკოლაი კიკოტი 30 ტონა (დამოკიდებულია ჯიშზე და გარემო პირობებზე) ბიომასას იღებს (პირველი წლის მოსავალი უფრო ნაკლებია, მოსავლიანობის ზრდა გრძელდება პირველი 4-5 წლის განმავლობაში), საკუთარი შენობა-ნაგებობების გასათბობად მას მოსავლის მეოთხედი ჰყოფნის.

„ამ ნაკვეთზე ბოსტნეული მომყავდა, ეხლა როგორც ხედავთ, მისკაუნტის უხვ მოსავალს ვიღებ, მისი თესვა სამი წლის წინ დავიწყე, დამცინოდნენ, ეხლა კი მოსწონთ“,-ამბობს ფერმერი.

ნიკოლაი კიკოტის თქმით, ერთი ჰექტარზე მოყვანილი მისკანტუსი გათბობის თვალსაზრისით, იგივე შედეგს გვაძლევს, როგორც 22000 მ3 გაზი.

მისკანტუსი (ლათ. Miscánthus) 1-4 მ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი მცენარეა, მისი თბოუნარიონობა ოდნავ დაბალია შეშის თბოუნარიანობაზე, ნაცრის მოცულობა კი საკმაოდ მაღალია.

მისკანტუსი ითესება გაზაფხულზე და აგვისტოს ბოლოსთვის 1-1,5 მ. სიმაღლეს აღწევს. ხოლო სეზონის ბოლოს 3-4 მეტრამდე ადის (ჯიშისა და გარემო პირობების მიხედვით). ზამთრის ბოლოს მოსავლის აღების პროცესი იწყება, ამ დროს ფოთლების უმეტესი ნაწილი დამჭკნარი და დაბალტენიანია.

მისკანტუსის პლანტაცია ყოველწლიურ მოსავალს 15-25 წლის განმავლობაში იძლევა, შემდეგ ხდება მისი თავიდან დათესვა, ხშირ შემთხვევაში 20 წლის შემდეგ თავიდან თესავენ.

საქართველოს კლიმატი სრულიად შეესაბამება მისკაუნტს, მისი მოშენება შეშის კარგი ალტერნატივა იქნება, შეწყდება ტყეების ჩეხვა და ავიცილებთ ეკოლოგიურ კატასტროფებს, გარდა ამისა ამ მცენარეს კიდევ ერთი უაღრესად დადებითი თვისება აქვს ერთ ადგილზე 25 წლის განმავლობაში წარმოების შემთხვევაში, ნიადაგში ერთ ჰექტარზე 20 ტონა ბიომასა (ორგანული სასუქი) გროვდება.

მისკანტუსს იყენებენ ბრიკეტების დასამზადებლად, იგი აგრეთვე გამოიყენება როგორც ბიოსაწვავის ნედლეული.

თქვენი რეკლამა