SolTech Energy-ის მზის ენრგიის გარდამქმნელი შუშის კრამიტი

შვედურმა კომპანიამ SolTech Energy-მ შექმნა ახალი გადასახური მასალა-შუშის კრამიტი, რომელსაც ძირითად დანიშნულებასთან ერთად შეუძლია, მზის ენერგიის ხარჯზე შენობისთვის ენერგიის გამომუშავება.

კრამიტი “იჭერს” მზის სითბოს ინტეგრირებული გეოთერმული სისტემისთვის და გარდაქმნის მას ელექტრო ენერგიად.

ახალი მასალის უპირატესობას და კონკურენტუნარიანობას მწარმოებელი კომპანია, რამოდენიმე მახასიათებლით განსაზღვრავს: ახალი სისტემა ეკონომიურია, გამძლე და მოქნილია.

შუშის კრამიტის მონტაჟისა და დანახარჯის ამოღების ვადები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა მასალების შემთხვევაში.

უნდა აღინიშნოს რომ, თავისი ფორმით ზომითა და წონით, იგი თითქმის არაფრით არ განსხვავდება თიხის ანალოგისგან, ამასთან ახალი კრამიტი მზადდება დარტყმაგამძლე შუშისგან, რაც ახანგრძლივებს მისი ექსპლუატაციის ვადას.

greenevolution.ru

თქვენი რეკლამა