ქართული კომპანია „ნუტრიმაქსი“ (ყოფილი „აგრო თრეიდინგ ჯორჯია“) 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებით, საკვები დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფაა.
„ნუტრიმაქსი“-ს მომხმარებლებს წარმოადგენენ საქართველოს მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის ფერმერები. მათ წარმატებულ საქმიანობაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ამოცანაა.
„ნუტრიმაქსი“ სთავაზობს ფერმერებს როგორც მზა საკვებს, ასევე საუკეთესო ხარისხის პრემიქსებსა და კონცენტრატებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფრინველებისა და ცხოველების ეფექტური გაზრდისათვის, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ უფასო კონსულტაციები საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.
კომპანია მუდმივად ცდილობს ახლო კონტაქტი იქონიოს იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ვეტერინარული ან ზოოტექნიკური განხრით იძენენ ცოდნას და ვეხმარებით მათ, რომ მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.
პროდუქცია და მომსახურების სერვისი
ჩვენს მომხმარებელს ვუზიარებთ მსოფლიოში წამყვანი საკვების მწარმოებელი კომპანიის „Trouw Nutrition“-ის კვალიფიციურ გამოცდილებას და ვთავაზობთ საუკეთესო ხარისხის მზა საკვებსა და საკვებ დანამატებს, როგორიცაა:
Milkiwean – გოჭების პრესტარტერი;
Chick-Care – უმაღლესი ხარისხის პრესტარტერი წიწილებისთვის;
Hendrix – კონცენტრატები, როგორც ბროილერისთვის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის;
Maxcare – პრემიქსები, როგორც ფრინველებისთვის, ასევე ღორებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის;
Broiler Max – მზა საკვები და კონცენტრატები ბროილერისთვის;
Braun Mix – კონცენტრატი ბროილერისთვის;
Layer Max – მზა საკვები კვერცხმდებელი ფრინველისთვის;
Pig Max – მზა საკვები და კონცენტრატები ღორებისთვის;
Milk Max – მზა საკვები მეწველი ფურისთვის;
Beef Max- მზა საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის.
პროდუქციის ფართო არჩევანის გარდა, კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ლაბორატორიული მომსახურების სერვისს უფასოდ, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ საკუთარი საკვებისა თუ ნედლეულის ხარისხის შემოწმებას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, ასევე ვეხმარებით მომხმარებლებს საკვები რაციონის შედგენაში, რისთვისაც ვიყენებთ Bestmix-ის პროგრამულ უზრუნველყოფას Trouw Nutrition-ის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით და ვუწევთ კონსულტაციებს მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.
კომპანია „ნუტრიმაქსი” მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს და სთავაზობს მათ მაღალი სტანდარტებით წარმოებულ პროდუქციას.
„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ორი უმსხვილესი კომპანიის Nutreco-სა და Trouw Nutrition Hyfeed-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი პროდუქცია იყოს მუდმივად უმაღლესი და სტაბილური ხარისხის, ასევე ნებისმიერი მსოფლიო ინოვაცია სწრაფად და ეფექტურად დავნერგოთ ქართულ ბაზარზე.
Know-How შეთანხმება
2013 წლის დასაწყისში „ნუტრიმაქსმა“ Trouw Nutrition-თან გააფორმა Know-How შეთანხმება, რომელიც გულისხმობს მათი ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვას ჩვენს კომპანიასა და მომხმარებლებში.
ამ შეთანხმების ფარგლებში კომპანიის სპეციალისტები გადიან გადამზადებას ჰოლანდიაში, Trouw Nutrition-ის ოფისებში, საწარმოებსა და კვლევით ცენტრებში. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჰოლანდიელი სპეციალისტების საქართველოში ჩამოსვლას და ტრენინგების ჩატარებას ჩვენი და ჩვენი კლიენტი ფერმების სპეციალისტებისთვის.
ცოდნისა და გამოცდილების ამგვარი გაზიარების შედეგად ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ ინოვაციური პროექტები და შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტები.
ხარისხის მუდმივი კონტროლი
მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ყველა ჩვენი პროდუქტი გადის ხარისხისა და ქიმიური შემადგენლობის მკაცრ კონტროლს, რაც გარანტია იმისა, რომ არ ჩამოვრჩეთ ევროპულ სტანდარტებს და დავაკმაყოფილოთ ქართული ფერმების მოთხოვნები ცხოველთა და ფრინველთა კვების სფეროში.
კომპანიის მიერ მუდმივად ხდება წარმოებული პროდუქციის გადაგზავნა Nutreco-ს შვილობილი კომპანია Masterlab-ის ლაბორატორიაში, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ახდენენ პროდუქციის შემოწმებასა და ანალიზს.
Masterlab-ი გახლავთ ევროპის წამყვანი ლაბორატორია როგორც ცხოველთა საკვების, ასევე ადამიანთა საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქციის კონტროლის სფეროში.
2013 წლის მარტიდან კომპანიაში ფუნქციონირებს NIR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია, ხოლო 2015 წლიდან დაინერგა ლაბორატორიული სერვისი Myco Master, აღნიშნული სერვისები საშუალებას გვაძლევს რამდენიმე წამში მივიღოთ საკვები ნედლეულისა და მზა საკვების ქიმიური შემადგენლობა მაქსიმალური სიზუსტით და შევთავაზოთ მომხმარებელს მაღალი სტანდარტებით წარმოებული პროდუქცია.
სამომავლო გეგმები
2015 წლის აგვისტოდან დაიწყო ახალი, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმოს მშენებლობა, რომლის წლიური წარმადობა დაახლოებით 50 000 ტონა ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვები იქნება. პროექტი ხორციელდება Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციებით, რაც უზრუნველყოფს ახალი ქარხნის შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან.
Trouw Nutrition-ი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მონაწილეობის მიღებას ქარხნის და წარმოების მართვის საკითხებში, რაც მოგვცემს ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზების საშუალებას.
კომპანიის მისია
კომპანიის მისიაა ფერმერული მეურნეობების განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდების და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.
„ნუტრიმაქსის“ („აგრო თრეიდინგ ჯორჯიას“) მაღაზიები განლაგებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
გადადით „ნუტრიმაქსის“გვერდზე ნუტრიმაქსი