სულ რაღაც 20-30 წლის წინ, ადამიანები ძირითადად ადგილობრივ საკვებს ჭამდნენ, ფერმერები ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს, ხორცს პირდაპირ აწვდიდნენ მაღაზიებსა და მომხმარებლებს.
იმავე აშშ-ში შეუძლებელი იყო წარმოედგინათ სიტუაცია, როდესაც კალიფორნიაში ან ფლორიდაში მოყვანილი ხილი შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილში გაიგზავნებოდა გასაყიდად – ეს უზარმაზარი და გრძელი გზაა. თუმცა, გასული ათწლეულების განმავლობაში, კვების პროდუქტების წარმოების სისტემა შეიცვალა.
ჟურნალისტი ბრაიან უილიამსი სტატიაში „ძლიერი ქალაქების“ შესახებ წერს, რომ დღეს აშშ – ში საოფლოს-სამეურნეო კულუტურების ერთ შტატში მოყვანის, გადამუშავებისთვის მეორე შტატში გადატანის და შემდეგ გადამუშავებული პროდუქტის უკან შესყიდვის ტენდენციაა.
„დღეს, თუ ოჰაიოს ყველა ფერმერი პირობას დადებს საკუთარი პროდუქცია აწარმოოს და გაყიდოს ადგილობრივ ბაზრებზე, და ოჰაიოს ყველა მომხმარებელი მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას შეიძენს, მივიღებთ მშიერი ხალხს და უვარგის საკვებს.
ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი – მოყვანის, გადამუშავების და შენახვის, განაწილების და მარკეტინგის ინფრასტრუქტურა – ეს კი აუცილებელია იმისთვის რომ, საკვები ფერმიდან მაგიდამდე გადავიტანოთ“, – წერს ბრაიან უილიამსი.
თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა განვავითაროთ ძლიერი ადგილობრივი სასურსათო ეკონომიკა, საჭიროა ცვლილებები!
უილიამსი თვლის, რომ ამ პრობლემისადმი მიდგომა უნდა გასცდეს სოფლის მეურნეობის და ფერმერთა ბაზრების თემების მხარდაჭერას. მართალია ეს ადგილობრივი ფერმერული მოძრაობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია, მაგრამ არასაკმარისია არსებული მოდელის შეცვლისთვის.
თავად უილიამსს აქვს საკუთარი მოსაზრება, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო თვისებრივი ცვლილებებისთვის.
მიიღეთ შესასყიდი ვალდებულებები ადგილობრივი ბაღების, სკოლების, საავადმყოფოების, კოლეჯების და სხვა დაწესებულებებისგან.
ინსტიტუციური ბაზრები გადამწყვეტია ძლიერი ადგილობრივი სასურსათო ქსელის განვითარებისათვის. ამ ინსტიტუტებს უფლება აქვთ ქსელში მოიზიდონ არა მხოლოდ ფერმერები, არამედ გადამამუშავებლები და დისტრიბუტორები ადგილობრივი პროდუქტების მიწოდების სტაბილურობისთვის.
სამთავრობო ხელშეკრულებები საკმარისია ადგილობრივი მწარმოებლების დასახმარებლად.
ადგილობრივი პროდუქტების გამოყენება ეტაპობრივად გააფართოვებს იმ ადამიანების წრეს, რომლებიც იყენებენ ასეთ პროდუქტებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რესტორნებში ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილ საკვებს მხოლოდ იმიტომ არ მოითხოვენ, რომ ეს მოდურია.
საჭიროა მცირე მეწარმეებისთვის „დიდი ბიზნესის“ მხარდაჭერა.
უილიამსი დარწმუნებულია, რომ პროდუქციის მრავალი მცირე მწარმოებელი, მაგალითად, ოჯახური რძის მეურნეობები, მცირე ფერმები ან მებაღე-მებოსტნეები, სავარაუდოდ, თავს გარიყულად გრძნობენ – ისინი თვლიან, რომ გამოაგდეს ბიზნესისგან (და არ უშვებენ დიდ ბაზრებზე).
მაგრამ, კონკრეტულ ადგილზე თავისუფალი ნიშების ძიებისას არსებობს კარგი შანსი, რომ სავაჭრო გიგანტები ან საწარმოები მზად იქნებიან ითანამშრომლონ რეგიონის ფერმერებთან. აქედან გამომდინარე, ღირს გავითვალისწინოთ და ვისაუბროთ ადგილობრივი ფერმერების შესაძლებლობებზე მსხვილი კომპანიებისთვის მომსახურების მიწოდების შესახებ.
დააკავშირეთ ერთმანეთს ადგილობრივი ფერმერები.
ცალკეული ფერმერები ვერ უზრუნველყოფენ დიდი ორგანიცზაციების საჭიროებებს, მათ უბრალოდ არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები, მაგრამ სხვა ფერმერებთან გაერთიანებით სამუშაო შეიძლება გახდეს ბევრად უფრო ეფექტური, რადგან ბაზრისთვის ძალა შეიძლება რაოდენობაშიც იყოს.
ეკონომიკური განვითარებისათვის ადგილობრივი სასურსათო ინფრასტრუქტურის შექმნისას უნდა ვიცოდეთ, კვების მრეწველობის კიდევ რა სერვისები არსებობს ჩვენს რეგიონში.
ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ სერვისებზე, მაგალითად როგორიცაა რეცხვა, შრობა, გაყინვა, შეფუთვა და ა.შ. თქვენ უნდა იცოდეთ, მათ ვინც გთავაზობთ ასეთ მომსახურებას, თუ როგორ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი პროდუქციის მიწოდების ჯაჭვში.
და ბოლოს ფინანსური პროდუქტიულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი სასურსათო სისტემის შექმნის პროცესში – ის ყველასთვის მომგებიანი უნდა იყოს.
მალხაზ ხაზარბეგიშვილი
„აგროკავკასიის“ მთ. რედაქტორი.
იხილეთ აგრეთვე: როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა