მცენარეებმა დამამტვერიანებელი მწერების გაქრობასთან ადაპტაცია დაიწყეს

ყვავილის, თვითდამტვერვა

ბოლო 30 წლის განმავლობაში ყვავილის ზომა შემცირდა 10%-ით, ხოლო ნექტრის რაოდენობა 20%-ით, ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ველურ იებში თვითდამტვერვის რაოდენობა ბოლო 20-30 წლის განმავლობაში 25%-ით გაიზარდა.

მეცნიერები ითხოვენ სასწრაფო მოქმედებას დამამტვერიანებელი მწერების  შესანარჩუნებლად, რათა შეაჩერონ უარყოფითი ევოლუციური ტენდენციები, იუწყება გარდიანი.

ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ იები ვითარდებიან თვითდამტვერვის მიმართულებით, სადაც თითოეული მცენარე თავისთავად მრავლდება, რაც მუშაობს მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ შესაძლოა შეზღუდოს მათი ადაპტაციის უნარი მომავალ გარემო ცვლილებებთან“, – თქვა კვლევის თანაავტორმა და მკვლევარმა საფრანგეთის მეცნიერების ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა პიერ-ოლივიე შეპტუმ.

აღნიშნულია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყვავილის ზომა შემცირდა 10%-ით, ხოლო ნექტრის რაოდენობა 20%-ით. როგორც ცნობილია, ჯვარედინი დამტვერვასთან ერთად მცენარეები ცვლიან გენეტიკურ მასალას, რაც ხელს უწყობს პოპულაციის მდგრადობას, ხოლო თვითდამტვერვა იწვევს ნაკლებ გენეტიკურ მრავალფეროვნებას. გერმანულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1989 წლიდან 2016 წლამდე ხაფანგებში დაჭერილი მწერების საერთო წონა 75%-ით დაეცა.

აღნიშნულია, რომ მწერებმა და მცენარეებმა თავიანთი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები შექმნეს ერთობლივი ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში. მაგრამ იები და დამამტვერიანებელი მწერები ახლა შეიძლება ჩაეფლო მანკიერ წრეში: მცენარეები ნაკლებ ნექტარს გამოიმუშავებენ, რაც ნიშნავს, რომ მწერებისთვის ნაკლები საკვები იქნება, რაც საბოლოოდ აჩქარებს კლებას.

მეცნიერები გაოცებული არიან მცენარეების ასეთი სწრაფი ევოლუციით. მათ ვერ აღმოაჩინეს პოპულაციის სხვა ცვლილებები ფოთლების ზომასა და ფორმაში ან მცენარის სხვა მახასიათებლებში.

წყარო: The Guardian

თქვენი რეკლამა