აგრობიზნესი – თვითღირებულება და ნულოვანი მოგების წერტილი

აგრობოზნესი

საწარმოს პროდუქტის ფასის სწორად განსასაზღვრად და გაყიდვების ზუსტად დასაგეგმად აუცილებელია საწარმომ გათვალოს პროდუქტის თვითღირებულება და გაიანგარიშოს ნულოვანი მოგების წერტილი.

თვითღირებულების გათვლის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა მისი გამოანგარიშება ცვლადი ხარჯების მეთოდით.

ცვლადია ხარჯები, რომლებიც პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პირდაპირპროპორციულად იცვლება. ფიქსირებული ხარჯები არ იცვლება პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ცვლასთან ერთად.

ცვლადი ხარჯები

ცვლადი ხარჯების მაგალითებია: ოფისის/ საწყობის ქირა, ოფისის გათბობის და გაგრილების ხარჯები, ადმინისტრაციის ხელფასები, კრედიტის დაფარვები, ქონების გადასახადი. ცვლადი ხარჯების მაგალითებია ნედლეულის ღირებულება, შეფუთვის ღირებულება, პროდუქციის დამზადების პროცესში გამოყენებული წყლის, გაზის და ელექტროენერგიის ღირებულება.

ზუსტად გამიჯნეთ საწარმოს სპეციფიკის მიხედვით ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები. ნახავთ, რომ ზოგიერთი ხარჯი ცალსახად მიეკუთვნება ერთ-ერთ ჯგუფს, ზოგიერთი, ერთი და იმავე დასახელების ხარჯი, კი შეიძლება სხვადასხვა ჯგუფში შედიოდეს.

მაგალითად, შეიძლება დისტრიბუტორთა ანაზღაურება 2 კომპონენტისგან შედგებოდეს – ფიქსირებული ხელფასისგან (ფიქსირებული ხარჯი) და პროდუქციის გაყიდვებიდან მიღებული ღირებულების პროცენტისგან (ცვლადი ხარჯი).

გამოთვალეთ რამდენი ლარია ცვლადი ხარჯები 1 ერთეულ პროდუქტზე და რამდენია ერთობლივი მოგება (= სარეალიზაციო ფასი – თვითღირებულება).

გამოთვლის მაგალითი 1 ბოთლი საფერავის ღვინისთვის:

აგრობიზნესი

ამ მაგალითზე 1 ბოთლი ღვინის რეალიზაციიდან ფიქსირებული ხარჯების გაუთვალისწინებლად ღვინის მარანი 5.17 ლარის ოდენობის მოგებას იღებს.

ფიქსირებული ხარჯები

ნულოვანი მოგების გასათვლელად უნდა ვიანგარიშოთ რამდენი ბოთლი ღვინო უნდა გაყიდოს მარანმა, რომ ამ მოგებით ამოიღოს ყველა ფიქსირებული ხარჯი. ამისთვის გამოთვალეთ რამდენი იქნება 1 წლის ფიქსირებული ხარჯები.

ფიქსირებული ხარჯების მაგალითი ღვინის მარნისთვის:

აგრობოზნესი

ნულოვანი მოგების წერტილის გათვლა

პროდუქციის ერთეულებში ნულოვანი მოგების წერტილის გამოსათვლელად ფიქსირებული ხარჯები უნდა გავყოთ ერთეულ პროდუქტის ერთობლივი მოგების სიდიდეზე.

ზემოთ მოტანილ მაგალითზე ნულოვანი მოგების წერტილი = 14,940 / 5.17 = 2,890 (თქვენი საწარმოსთვის ცხრილში შეიტანეთ, შესაბამისი მონაცემები).

მინიმუმ ამდენი ბოთლი ღვინო უნდა გაყიდოს მარანმა იმისთვის, რომ მისმა შემოსავლებმა გაქვითოს ხარჯები. ამ წერტილის მიღწევისას საწარმო ზარალზე არ გავა, თუმცა არც მოგება ექნება მიღებული.

ნულოვანი მოგების წერტილის თანხაში დასანახად ამ წერტილის შესაბამისი პროდუქციის რაოდენობა უნდა გავამრავლოთ მის სარეალიზაციო ფასზე.

მოტანილ მაგალითში მარნის ნულოვანი წერტილი თანხაში იქნება 2,890 * 8.50 = 24,563 ლარი.

თუ თქვენი პროდუქციის რაოდენობა და ფასები, ნედლეულის ფასები და სხვა პარამეტრები დამოკიდებულია სეზონებზე, გათვლები გააკეთეთ ყოველთვიურად (ან იმ პერიოდულობით, რომელსაც სეზონურობის სპეციფიკა მოითხოვს).

მიუხედავად იმისა, რომ თვითღირებულებისა და ნულოვანი მოგების წერტილი მეთოდი არაა რთული, მას დამწყები, მცირე და საშუალო საწარმოების დიდი ნაწილი არ იყენებს თავის საქმიანობაში.

სისტემატურად აწარმოეთ გათვლები და დაინახავთ, თუ როგორ იზრდება თქვენი დაგეგმვის ხარისხი, თუ რამდენად უმჯობესდება ბაზრის ხედვა და იზრდება თქვენი კონკურენტუნარიანობა.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო
წარმატებებს გისურვებთ!

კრედო ბანკი