აგრო-სასჯელაღსრულების დაწესებულება – ბიოწარმოება

„აგროკავკასია“ გთავაზობთ იდეას: შეიქმნას ისეთი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც პატიმრები აწარმოებენ ბიოლოგიურად სუფთა, სოფლის მეურნეობის პროდუქტს.

ჩვენი აზრით, უნდა აშენდეს თანამედროვე ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომელსაც ექნება 20 ჰექტარი სამეურნეო სივრცე. ტერიტორია უნდა დაიყოს სექტორებად: მებაღეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა და ა.შ, ზამთრის პერიოდისთვის სათბურები – სხვადასხვა კულტურებისთვის…

გარკვეული ტიპის პატიმრები (მსუბუქი დანაშაული, კარგი ქცევა და ა.შ) ვთქვათ 100 ადამიანი უნად გადავიყვანოთ ამ დაწესებულებაში.

აქ გარდა სამეურნეო სივრცისა განთავსებული იქნება სასწავლო ცენტრი, სადაც პატიმრები შეისწავლიან დარგებს + მენეჯმენტს, თანამედროვე სასწავლო მეთოდით-პირდაპირ სამეურნეო სივრცეში.

სასწავლო პროგრამას (80% პრაქტიკა 20% თეორია), შეადგენენ აგრარული დარგის სპეციალისტები და დარგის წამყვანი კომპანიების მოქმედი სპეციალისტები.

პატიმრები აიღებენ ხელფასს, შეუმსუბუქდებათ სასჯელი, გათავისუფლების შემდეგ, მათი ჩანაცვლება მოხდება სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გადმოყვანილი მოტივირებული ადამიანებით.

შედეგად პატიმრები აითვისებენ პროფესიას, ადვილი იქნება მათი რესოციალიზაცია, დაეხმარებიან ოჯახებს და შექმნიან პროდუქტს, რომლითაც შეიძლება ჯარი მომარაგდეს.

ბრაზილიის ერთ-ერთ ჩვეულებრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ქალაქი უბერლანდია), მოახერხეს გამოეყოთ ტერიტორია – სამეურნეო საქმიანობისთვის.

მართალია იქ არ ასწავლიან, მაგრამ გარკვეული წარმოდგენისთვის მოვიტანთ მაგალითად.

ამ დაწესებულაბაში პატიმრების 20-25 კაციანი ჯგუფი, ყოველდღიურად დაკავებულია სამეურნეო საქმიანობით. მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული. გარდა ამისა შექმნილია წვიმის წყლის შეგროვების და გამოყენების სისტემაც, რომელიც პროდუქტის მოყვანას უფრო ეკონომიურს ხდის.

ციხის ადმინისტრაციის განცხდებით, ამ საქმიანობაში ჩართული ადამიანების რეციდივისადმი მიდრეკილება 1% მდეა შემცირებული.

პატიმრები ყოველთვიურად ანაზღაურების სახით $160-ს (BRL 591,00) იღებენ.

ვფიქრობთ  რომელიმე არსებულში კი არ უნდა ავამოქმედოთ ეს პროექტი, არამედ ავაშენოთ ახალი დაწესებულება შესაბამის ტერიტორიაზე.

ჩვენი აზრით საკმაოდ თანამედროვე კონცეფციაა, თქვენ რას იტყვით ?

თქვენი რეკლამა