Wine Enthusiast: გაიცანით საქართველო, ღვინის სამშობლო

ღვინო

ამერიკული ჟურნალი Wine Enthusiast: „თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების ერთობლიობა საქართველოს გამოარჩევს მსოფლიოს დანარჩენი ღვინის რეგიონებისგან და აქცევს მას განსაკუთრებულად მიმზიდველ ქვეყნად“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პრესტიჟულმა ამერიკულმა ღვინის ჟურნალმა „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. „Wine Enthusiast“ 1979 წელს დაარსდა, დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5 მილიონიანი აუდიტორიით.

კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში „Wine Enthusiast“ სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“ გამოქვეყნდა.

ერთი თვის განმავლობაში, ქართული ღვინის სარეკლამო პრესბანერები  ჟურნალის ვებგვერდზე განთავსდება.

სტატიაში „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“, ქართული მეღვინეობის განვითარების 8 000 წლიან ისტორიასთან ერთად, თანამედროვე განვითარებულ ღვინის ინდუსტრიაზე, მის უნიკალურობასა და მრავალფეროვანებაზეა საუბარი.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვევრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ მეღვინეობაში,  ქართველი მეღვინეები ღვინის დაყენების სხვა მეთოდებსაც აქტიურად მიმართავენ.  ერთი მხრივ, ქვევრი და, მეორე მხრივ, ღვინის დაყენებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა, ქართველ მეღვინეებს საექსპერიმენტოდ განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ეს, თანამედროვე და ტრადიციულ-ისტორიული ღვინის დაყენების ტექნოლოგიების ერთობლიობა გამოარჩევს საქართველოს მსოფლიოს დანარჩენი ღვინის რეგიონებისგან და აქცევს მას განსაკუთრებულად მიმზიდველ ქვეყნად“, – საუბარია სტატიაში.

იხილეთ ბმული: https://www.wineenthusiast.com/get-to-know-georgia-the-birthplace-of-wine/

თქვენი რეკლამა