რატომ არის აუცილებელი სარწყავი სისტემის „სწორად“ პროექტირება?

კულტურა

თუ ბაღის გაშენებას აპირებთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად:

  • შეესაბამება თუ არა თქვენს მიერ შერჩეული კულტურა კონკრეტული არეალის კლიმატს, გარემო პირობებს;
  • რა ტიპის ნიადაგია აღნიშნულ ტერიტორიაზე;
  • როგორი წყალმოთხოვნილება აქვს გასაშენებელ კულტურას;

ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს სარწყავი სისტემის პროექტირება და სწორი რწყვის რეჟიმის შერჩევა. სწორად დაპროექტებული სარწყავი სისტემა მცენარის მოსავლიანობის პოტენციალს 30-40%-ით ზრდის. შესაბამისად, საწყის ეტაპზევე აუცილებელია სარწყავი სისტემის  პროექტირება აგრო და ჰიდრო ინჟინრული კვლევის საფუძველზე. სწორი პროექტირება შესაძლებლობას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები და მიიღოთ დროული ფინანსური უკუგება.

თუ გაინტერესებთ უკვე მოქმედი სარწყავი სისტემის ექსპლუატაციის შეფასება და საჭიროების შემთხვევაშ მისი რეპროექტირება, ზემოთხსენებული მახასიათებლების გარდა, საჭიროა არსებული პროექტის შესწავლა, დაზიანებული/შეუსაბამო მასალის ჩანაცვლება, რწყვის რეჟიმის შერჩევა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

ორივე შემთხვევაში თავდაპირველად ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის ტიპსა და მის მექანიკურ შემადგენლობას. წყალგამტარებლობისა და წყალშეკავების მიხედვით არჩევენ თიხა, თიხნარ და ქვიშნარ მექანიკური შემადგენლობის ნიადაგებს. ასეთ დაჯგუფებას საფუძვლად უდევს წყალზე ნიადაგის დამოკიდებულების თვისება. ქვიშას წყლის შეკავების სუსტი უნარი აქვს, თიხნარი წყლის კარგი გამტარია, ხოლო თიხა წყალს ცუდად ატარებს.

სარწყავი, სისტემა

მცენარისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნიადაგში არსებულ ფორებში წყალ-ჰაეროვანი ბალანსის დაცვა, ტენი არც ჭკნობის წერტილამდე უნდა იყოს დასული და არც მაქსიმალურ ტენტევადობას  უნდა აღწევდეს. ხოლო რწყვის სიხშირე კი დამოკიდებულია რაიონის კლიმატურ პირობებზე.

 „მხოლოდ წყლით გაჯერებული ნიადაგის ფორები “ – „წყლითა და ჰაერით გაჯერებული ნიადაგის ფორები“ 

სარწყავი, სისტემა

იმისათვის, რომ სწორად განისაზღვროს რწყვის რეჟიმი და სიხშირე აუცილებელია გავითვალისწინოთ რაიონის  აგროკლიმატური მახასიათებლები და საკონტროლო (ეტალონური) ევაპოტრანსპირაცია. სწორედ რაიონის აგროკლიმატური მახასიათებლები განაპირობებს ევაპოტრანსპირაციას, რაც გულისხმობს ერთდროულ აორთქლებას ნიადაგიდან და მცენარიდან, იგი იზომება მილიმეტრი დროის ერთეულში და მასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებია: მზის რადიაცია, ჰაერის ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა და ქარის სიჩქარე.

სარწყავი, სისტემა

ყოველივე ამის გათვალისწინებით სარწყავი სისტემის (რე)პროექტირება აუცილებლად პროფსიონალთა ჯგუფს უნდა ვანდოთ, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, ნაყოფიერი და ჯანსაღი მოსავლის მიღებაში სწორად გამართულ სარწყავ სისტემას გადამწყვეტი როლი აქვს.  

სარწყავი, სისტემა

კომპანია „ჰიდროვეი“ გთავაზობთ არსებული სარწყავი სისტემის რეპროექტირებისა და რეინჟინერიის სერვისს, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურ აგრო და ჰიდრო ინჟინრულ კვლევებსა და მეცნიერულ მიდგომებზე. „ჰიდროვეი“ ორიენტირებულია სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკურ ეფექტურობასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე, რაც გულისხმობს კულტურის ფესვთა სისტემისათვის წყლისა და საკვები ნივთიერებების ერთგვაროვან მიწოდებას. დაიმახსოვრეთ, რომ მცენარის თანაბარი რწყვა და გამოკვება განაპირობებს ერთგვაროვან და უხვ მოსავალს. ჩვენი გუნდი მზად არის შემოგთავაზოთ არსებული სარწყავი სისტემების შესწავლა, რეპროექტირება და რეკომენდაციები თქვენი რაიონის აგროკლიმატური პირობების, ნიადაგის ტენტევადობისა და მცენარის წყალმოთხოვნილების გათვალისწინებით.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ჰიდროვეი“.

კონსულტაცია უფასოა, დაუკავშირდით +995544444041 | hydroway.ge | ჰიდროვეი – წყლის გზა მცენარემდე.

თქვენი რეკლამა