სომხეთი საბადოების აღმოსაჩენად გეოლოგიურ სამსახურს ხსნის

სომხეთი, საბადოები, გეოლოგია

სომხეთის მთავრობა აპირებს დამოუკიდებლად გამოავლინოს საბადოები და ისინი ინვესტორებს შესთავაზოს, დოკუმენტაციის მათთვის მისაღებ ენაზე წარმოებით.

სომხეთის მთავრობა საბადოების შესასწავლად გეოლოგიურ სამსახურს ხსნის. ამის შესახებ ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ასატურ ვარდანიანმა, ჟურნალისტებს წაღკაძორში, სომხეთის სამთო და მეტალურგიული კომპანიების კავშირის მიერ ორგანიზებულ, სომხეთის სამთო ფორუმის ფარგლებში განუცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო ამჟამად სწავლობს უცხოური გეოლოგიური სამსახურების გამოცდილებას, რომელთაგან ზოგიერთი სხვადასხვა ხარისხით არის ჩართული წიაღისეული ძიებაში.

„მომავალში ჩვენ გვსურს გავხდეთ მასშტაბური გეოლოგიური საძიებო პროექტების მომხმარებელი, გამოვავლინოთ საბადოები და შევთავაზოთ ისინი უცხოელ ინვესტორებს“, – დასძინა მან.

ინვესტორების მოსაზიდად, სამინისტრო ასევე გეგმავს, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შეფასების სტანდარტების შეცვლას. საბჭოთა შეფასების სისტემაზე დაფუძნებული მოქმედი სტანდარტი, ავსტრალიური JORC სტანდარტით ჩანაცვლდება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია თანამედროვე სამთო ინდუსტრიაში. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ JORC-ზე დაფუძნებული ახალი ეროვნული სტანდარტი, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლომდე შემუშავდება.

ფორუმის დროს ეკონომიკის სამინისტრომ და სამთო და მეტალურგიული კომპანიების გაერთიანებამ, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. კერძოდ, განიხილეს არსებული საბადოების საკითხი, რესურსები შეიძლება 15-20 წელიწადში ამოიწუროს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში ამჟამად ლითონის წიაღისეულის მოპოვებით, რვა კომპანიაა დაკავებული.

თქვენი რეკლამა