უზბეკეთში სათბურში მოსაყვან ნესვის ჯიშებზე მუშაობენ

უზბეკეთში მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები, სათბურის პირობებში მოყვანისითვის ადაპტირებული ნესვის ჯიშებისა და F1 ჰიბრიდების შესაქმნელად.

უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ კვლევებს ორგანიზებას უწევენ ბოსტნეულის, ნესვისა და კარტოფილის მოყვანის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები. სელექციონერულ სამუშაოებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე მიდგომები, ღრმა ანალიზი და ინოვაციური მეთოდები.

მიმდინარე კვლევის ფარგლებში შესწავლილია 30-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური გენეტიკური კოლექცია, ასევე დაახლოებით 10 სელექციური ხაზი და ჰიბრიდი. მათგან შეირჩევა კლიმატთან ადაპტაციის, მოსავლიანობისა და კომერციული მიმზიდველობის თვალსაზრისით ყველაზე პერსპექტიულები და მათ საფუძველზეც შეიქმნება ნესვის ახალი ჯიშები.

სათბურებში ნესვის მოყვანა არა მხოლოდ მიწის ეფექტურად გამოყენების, არამედ მოსავლიანობის გაორმაგების საშუალებასაც იძლევა. ერთ ჰექტარზე 10-12 ათასზე მეტი ნერგის დარგვაა შესაძლებელი, რაც ჰექტარზე 60 ტონამდე მოსავლის მიღების პირობებს ქმნის.

სათბურის ადრეული მოსავალი საკმაოდ კონკურენტუნარიანია შიდა ბაზარზე და აქვს მაღალი საექსპორტო პოტენციალი.

თქვენი რეკლამა