თურქეთმა შესაძლოა 2024 წელს ფქვილის ექსპორტის ახალი რეკორდი დაამყაროს.
საერთაშორისო ასოციაციის IAOM-ის თანახმად, თურქეთს, 2024 წელს 4 მილიონი ტონა ფქვილის ექსპორტზე გატანა შეუძლია, რაც ახალი რეკორდი იქნება გასულ წელს 3,66 მილიონი ტონა ექსპორტის შემდეგ, იტყობინება Daily Sabah.
როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის იანვარში, თურქეთიდან ფქვილის ექსპორტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22%-ით გაიზარდა – 344 ათას ტონამდე, ხოლო თებერვალში 60%-ით ზრდამ – 322 ათას ტონამდე შეადგინა.
2023 წელს თურქეთმა ფქვილის ექსპორტიდან 1,5 მილიარდი დოლარი (48,63 მილიარდი TRY) გამოიმუშავა.