
FAO სომეხ ფერმერებს მათი პროდუქციისა და მომსახურების პოპულარიზაციისთვის სოციალური მედიის ეფეტურად გამოყენებას ასწავლის.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), სომეხი ფერმერული ჯგუფების წარმომადგენლებს, პროდუქტების, სერვისების და ინიციატივების პოპულარიზაციისთვის სოციალური მედიის ტრენინგ კურსი ჩაუტარა.
პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობის გაძლიერება – განვითარებისთვის„ (LEAD) რომელსაც ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივად ახორციელებენ FAO და გაეროს განვითარების პროგრამა, აძლიერებს ფერმერთა ჯგუფების პოტენციალს, მათთვის ეფექტური ინსტრუმენტების წარმოჩენით და ტრენინგებით სოციალური მედიის უნარების განვითარებისთვის.
სწავლების მიზანია, რომ ფერმერებმა ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, სომხეთის სასოფლო რაიონების ფარგლებს გარეთ შეძლონ გასვლა, განმარტავს FAO.
FAO-ს სოციალური მედიის ტრენინგ კურსმა მოამზადა ახლად ჩამოყალიბებული ჯგუფების 12 წარმომადგენელი, კურსი მოიცავდა მასალებს იმის შესახებ თუ როგორ უნდა განავითარონ და მართონ სოციალური მედიის გვერდები, როგორ გამოიყენონ რეკლამა თავიანთი ინიციატივების პოპულარიზაციისთვის და უფრო ძლიერი კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით.
FAO-მ ასევე აღჭურვა ეს ჯგუფები აუცილებელი ციფრული უნარებით, რათა გააძლიეროს მათი ონლაინ ყოფნა LEAD პროექტის ბენეფიციარებისთვის Facebook გვერდების შექმნით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი ინიციატივების ხილვადობისა და თანამშრომლობის მექანიზმების გაფართოებისკენ.
ტრენინგის გარდა, FAO აგრძელებს მონაწილეთა უზრუნველყოფას დამატებითი ონლაინ კონსულტაციებით.
ფოტო: ©FAO/ანა პოღოსიანი